ირაკლი ღარიბაშვილი კითხვარის პირველ ნაწილს კარლ ჰარცელს დღეს გადასცემს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის კითხვარის პირველ ნაწილს ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს დღეს გადასცემს.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და 13 მაისამდე მზად იქნება.

„ჩვენ უკვე დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით. პირველი ნაწილი არის მზად და დღეს მე პირადად გადავცემ ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შევსებულ დოკუმენტს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ეს იყო ძალიან შრომატევადი საქმე და ჩვენ ეს წარმატებულად დავასრულეთ. ახლა მიმდინარეობს მუშაობა მეორე ნაწილზე, რომელიც უფრო ვრცელი დოკუმენტია, დაახლოებით, 2300 კითხვა არის მოცემული და 33 თავისგან შედგება მეორე ნაწილი - ტექნიკური, სექტორული, დარგობრივი მიმართულებით, ამიტომ ამას 13 მაისამდე და უფრო ადრე გადავცემთ ევროკავშირს“, - განაცხადა პრემიერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა