„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტის განახლება გამოაქვეყნა

„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტის განახლება გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პუბლიკაციის თანახმად, მარტის ეკონომიკის ზრდამ 10.6% შეადგინა, რაც სრული 2022 წლისათვის „თიბისი კაპიტალის“ 5.5%-იანი სცენარით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს მცირედით აღემატება.

„მაშინ, როდესაც ექსპორტისა და მიგრაციის ეფექტის გათვალისწინებით, ტურიზმის დინამიკა შედარებით ძლიერი იყო, იმპორტი, დაკრედიტება და ფისკალური სტიმული უფრო ზომიერი პარამეტრებით განისაზღვრა. გზავნილების მხრივ კი, მოლოდინების შესაბამისი ტენდენცია დაფიქსირდა.

თავისთავად, ზუსტი საბაზო სცენარის შემუშავება კვლავ პრობლემურია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ უახლესი ინდიკატორები შესაძლოა თიბისი კაპიტალის უკვე საკმაოდ ოპტიმისტურთან შედარებით, კიდევ უფრო ძლიერ ზრდაზე მიუთითებდეს. საკუთრივ, წინა წლის აპრილში ძალზედ მაღალი საბაზო ეფექტის მიუხედავად, სექტორული ბრუნვების, ტურიზმისა და გზავნილების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, თიბისი კაპიტალის ეკონომიკური აქტივობის მოკლევადიანი საპროგნოზო მოდელი აპრილში მკვეთრ ვარდნაზე არ მიანიშნებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 2 მაისის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს