გიორგი ხანიშვილი საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური მისიის რეგიონულ მრჩეველს სოფლის მეურნეობის საკითხებში ფრანსუა ვიელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური მისიის რეგიონულ მრჩეველს სოფლის მეურნეობის საკითხებში ფრანსუა ვიელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე სურსათის უვნებლობის, ქართული ღვინის უცხოურ ბაზრებზე ცნობადობის გაზრდის, მელიორაციის და მიწის მართვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში მეცხოველეობის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების საკითხებსაც.

„გიორგი ხანიშვილმა სახელმწიფოს მიერ აგრარული დარგის განვითარების ხელშემწყობის მიზნით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბოლო წლებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლის მზარდ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის პირველმა მოადგილემ ფრანსუა ვიელს ქვეყანაში ხორბლის წარმოების მიმართულებით არსებული გამოწვევები გააცნო და აღნიშნა, რომ სახელმწიფო გეგმავს ისეთი მასტიმულირებელი პროექტები განახორციელოს, რომელიც ხორბლის წარმოებისა და მოსავლიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.

როგორც ფრანსუა ვიელმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს. რეგიონული მრჩევლის განცხადებით, ფრანგული მხარე მზად არის, ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების კუთხით თანამშრომლობისთვის.

ფრანგულმა მხარემ, შეხვედრაზე ასევე გამოთქვა მზადყოფნა, ხორბლის თესლის მწარმოებელ ფრანგულ კომპანიებთან აქტიური კონსულტაციებითა და პროფესიული ტრენინგების საშუალებით, ქართველ ფერმერებს ხორბლის ხარისხის გაუმჯობესებასა და უხვი მოსავლის მიღებაში შეუწყოს ხელი“,- აღნიშნავენ უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა