„საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებული ჟურნალისტების ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დაიცავს

„საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებული ჟურნალისტების, იმედა დარსალიას, თამთა ჯანაძის და სოფო ზედელაშვილის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დაიცავს.

თავად ჟურნალისტები გადაწყვეტილებას ცენზურას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ არხის ხელმძღვანელობამ ისინი უკანონოდ გაათავისუფლა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" კი აცხადებენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლების სამივე ბრძანება ცალსახად უკანონოა და ჟურნალისტების უფლებებს პირდაპირ არღვევს.

„ჩვენთან არიან ჟურნალისტები, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულებას მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომლებმაც ღიად ისაუბრეს და "საზოგადოებრივი მაუწყებელი" სისტემურ პრობლემაში ამხილეს. შავი სიები, ცენზურის მცდელობები, თემების დაბლოკვა და ნაცვლად იმისა, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ჟურნალისტებისათვის მოესმინა და შესაბამისი ზომები მიეღო, ჟურნალისტები დასაჯეს და სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.

დღეს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" სამწუხაროდ, ცენზურის სიმბოლოდ იქცა, სადაც განსხვავებული აზრი, პროფესიული სტანდარტების შესაბამისად მომზადებული გადაცემები მიუღებელია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ჟურნალისტების უფლებების დაცვას გააგრძელებს," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერმა, მამუკა ანდღულაძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი