საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალში ტესტებისა და სასამართლო პრაქტიკის კრებული გამოიცა, რომელიც ნინო ხარატის, ზურაბ აზნაურაშვილის, ნიკა ასვანუასა და თამარ დევდარიანის მიერ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მხარდაჭერით არის შედგენილი.
კრებულის მიზანია, ადმინისტრაციული სამართლით დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს მიღებული თეორიული ცოდნის შეფასებასა და განმტკიცებაში.
რაც შეეხება ტესტებს, ტესტები შედგენილია მოქმედი ადმინისტრაციული კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, ხოლო სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კრებულში მოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და საპროცესო კოდექსებით გათვალისწინებული თავების მიხედვით.
ავტორების ინიციატივით, კრებული განთავსდება ყველა ბიბლიოთეკაში და გადაეცემა ყველა წამყვან უნივერსიტეტს.