საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები ჰყავს

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე და კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები გახდნენ.

ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, რომელიც 29 აპრილს გაიმართა, საბჭოს მოქმედმა წევრებმა მხარი დაუჭირეს საბჭოს შემადგენლობაში აღნიშნული კანდიდატურების შეყვანას.

მათივე ცნობით, გარდა ზემოაღნიშნულისა, საბჭოს წევრებმა წინა პარასკევს გამართულ სხდომაზე ასოციაციის წევრობის მსურველი კომპანიების კანდიდატურებიც განიხილეს და მხარი დაუჭირეს ბიზნეს კომპანიების - "ალიანსი ჯგუფი", "ვონდერნეტ ექსპრესი", "ვიქტორია სექიურითი" და "მოდუსი" - საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანებას.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ასოციაციის საბჭოს წევრებმა, სხდომის მსვლელობის დროს, განიხილეს 2022 წლის 1-ელ კვარტალში ასოციაციის მიერ განახორციელებული საქმიანობა და დასახეს სხვადახვა შინაარსის მიზნობრივი ორიენტირები, რომელთა მიღწევაც ხელს შეუწყობს ასოციაციის შემდგომ გაძლიერებას.

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ბოლო სხდომაზე, რომელშიც, როგორც წესი, ჩვენი ქვეყნის მსხვილი ბიზნეს ჯგუფების დამფუძნებლები და პირველი პირები მონაწილეობენ, საბჭოს ახალი წევრები გახდნენ ის ადამიანები, რომლებიც ქართული ბიზნესის კარგად ნაცნობ სახეებს წარმოადგენენ და რომლებმაც საკუთარი შრომით შექმნეს საკუთარი კომპანიების წარმატების ისტორიები. საბჭოს ახლად არჩეული წევრები წარმოადგენენ საკუთარ სექტორებში წამყვან ბიზნესს სტრუქტურებს და აქვთ ბიზნესში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება. შესაბამისად, ჩემთვის დიდი პატივია ვახტანგ ბუცხრიკიძის, ზურაბ ჩხაიძისა და ნიკოლოზ გამყრელიძის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოში ხილვა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არის იმ ტიპის ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია ყველა დაინტერესებული მხარის წინაშე ქართული ბიზნესის ღირსეულად და პროფესიულად წარდგენა. შესაბამისად, ძლიერი სამეთვალყურეო საბჭო გვეხმარება ასოციაციის წევრი კომპანიების სამართლიანი და ობიექტური ბიზნეს ინტერესების წარდგენასა და დაცვაში. ასევე, ამავე სხდომაზე, საბჭოს გადაწყვეტილებით, ასოციაციის წევრთა რიგებს დაემატა რამოდენიმე ცნობილი და წარმატებული კომპანია. მივასალმებით და ვულოცავთ მათ ბიზნესის დიდ ოჯახში გაწევრიანებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა