BTU-ში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პროცესებზე სასაუბროდ შეხვედრა გაიმართა

საპენსიო სააგენტოს და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ერთობლივი ინიციატივით, საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია და უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე საინვესტიციო პროცესებზე სასაუბროდ BTU-ს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს საპენსიო სააგენტოს სქემა, დეტალურად ისაუბრეს საინვესტიციო მანდატზე, მიმდინარე ინვესტიციებზე, საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებზე და საქართველოში არსებულ რესურსებზე. ყურადღება გამახვილდა არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე, სქემის მოსარგებლეებზე, დამზოგველების შემდგომ პერსპექტივასა და მსოფლიო პრაქტიკაზე. შეხვედრა, ტრადიციულად არაფორმალურ რეჟიმში წარიმართა, დასმულ შეკითხვებს მიწვეული სტუმრები პასუხობდნენ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მსგავს შეხვედრებს, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში საპენსიო სააგენტო მომავალშიც გეგმავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა