რატი ბრეგაძე - პატიმარზე ზრუნვის დავალება პენიტენციურ სამსახურს აქვს არა მხოლოდ სასამართლოსგან, არამედ კანონმდებლობით - მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის გაეწევა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება

მსგავსი ტიპის დავალება პენიტენციურ სამსახურს აქვს არა მხოლოდ სასამართლოსგან, არამედ კანონმდებლობით - მას [მიხეილ სააკაშვილს] ყოველთვის გაეწევა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიეშვილის განცხადებას, რომ სასამართლო პენიტენციურ სამსახურს მიმართავს, უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობის შესახებ სათანადო ზომების მიღება.

მინისტრის განმარტებით, პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილებას ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე იღებს.

ბუნებრივია, პენიტენციური სამსახური ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებას პატიმრის ჯანმრთელობიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა, მას ყოველთვის გაეწევა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. სხვას, ეს გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიეშვილის ინფორმაციით, სასამართლო პენიტენციურ სამსახურს დღეს ოფიციალური წერილით მიმართავს, რომლითაც სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და უკვე გატარებულ ღონისძიებებზე დამატებით ინფორმაციას გამოითხოვს. ამასთან, მისი თქმით, სასამართლო პენიტენციურ სამსახურს მიმართავს, რომ უზრუნველყონ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სათანადო ზომების მიღება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა