ექიმი სააკაშვილზე - რა დროს მისი ტრანსპორტირებაა, ადამიანი ფეხზე ვერ დგას, ჰაერში რა განვითარდება არავინ იცის - ის დრო ჩაბარდა ისტორიას, როცა ჩვენ მის ტრანსპორტირებას საზღვარგარეთ ვითხოვდით

რა დროს მისი ტრანსპორტირებაა, ადამიანი ფეხზე ვერ დგას, ჰაერში რა განვითარდება არავინ არ იცის, - ამის შესახებ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფის წვერმა, ექიმმა ლალი ჯავაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის დრო, როდესაც სააკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირებას ითხოვდნენ, „ისტორიას ჩაბარდა”, ვინაიდან დღეს სხვა საჭიროებები არსებობს.

„რა დროს მისი ტრანსპორტირებაა, ადამიანი ფეხზე ვერ დგას, ჰაერში, ცაში რა განვითარდება არავინ არ იცის. ის დრო ჩაბარდა ისტორიას, როცა ჩვენ მის ტრანსპორტირებას საზღვარგარეთ ვითხოვდით. დღეს ეს საჭიროება არ არის იმიტომ, რომ ამას ვერ შეძლებს. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ და რასაც კატეგორიულად ვითხოვთ არის, რომ ის სასწრაფოდ იყოს გადაყვანილი უახლოეს სტაციონარში, რომ გადარჩეს და დაიწყოს ტრანსფუზიური თერაპია”, - აღნიშნა ლალი ჯავაშვილმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი