სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“-ს ჩეხეთის ბიზნესმენების დელეგაცია ესტუმრა

სს „ეპ ჯორჯია გენერაციას“ ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის ბიზნესმენების დელეგაცია ესტუმრა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ვიზიტის დროს ჩეხმა ბიზნესმენებმა დაათვალიერეს კომპანიის საკუთრებაში არსებული ზაჰესის ჰიდროელექტროსადგური.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობამ სტუმრებს ელექტროსადგურის მართვის ფარი და სამანქანე დარბაზი დაათვალიერებინა, გააცნო ჰესის გაშვების მოკლე ისტორია და მუშაობის ზოგადი პრინციპები. აგრეთვე, სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია „ენერგო-პრო ჯგუფის“ საქართველოში საქმიანობის შესახებ.

„ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურზე სს "ეპ ჯორჯია გენერაციამ“ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. მათ შორის, იყო ჰიდროაგრეგატი №6-ის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრა, რომელიც დასრულდა 2021 წლის დეკემბერში. პროექტის ჯამურმა ღირებულება 10 860 861 ლარი შეადგინა. ასევე, ზაჰესში დამონტაჟდა კაშხლის მონიტორინგის ავტომატური სისტემა. საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოები შეასრულა წამყვანმა საინჟინრო და საკონსულტაციო ჩეხურმა კომპანიამ VODNÍ DÍLA - TBD a.s.-მა. პროექტის ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 1 400 000 ლარი. ასევე, 2022 წლის განმავლობაში, ზაჰესის ელექტროსადგურზე კომპანია გეგმავს 3 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას.

„ენერგო-პრო“ არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჯგუფი, რომელიც უკვე 16 წელია ქართულ ენერგობაზარზე მოღვაწეობს და დაფუძნებულია 1994 წელს, ევროკავშირის წევრ ქვეყანა ჩეხეთში, ქალაქ სვიტავში.

ამ დროისთვის „ენერგო-პრო ჯგუფი“ საქართველოში წარმოდგენილია სს „ეპ ჯორჯია გენერაციის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „ჯიფაუერის“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდების“ სახით. აღნიშნული კოპანიების საქმიანობა მოიცავს ელექტროენერგიის გენერაციის, განაწილებისა და მიწოდების სფეროებს.

წლებია „ენერგო-პრო ჯგუფი“ შედის იმ კომპანიების ათეულში, რომლებიც ახორციელებენ ყველაზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას საქართველოში. ენერგო-პრო ჯგუფი ასევე არის ერთერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო