ალექსანდრიტის ლაზერი - Victoria Secret-ის მოდელების არჩევანი (R)

როგორც იქნა დათბა და გაზაფხულმა მზიანი ამინდებით გაგვანებივრა. გადმოვიღეთ შრიალ ფრიალა ზაფხულის ტანისამოსი, სარკეში ცოტა უფრო კრიტიკულად ავათვალიერ-ჩავათვალიერეთ საკუთარი თავი და სასწრაფოდ შევადგინეთ ზაფხულისთვის „მოსამზადებელი“ პროცედურების სია: რამდენიმე კილოს დაკლება, ვარჯიშის და დიეტის დაწყება, როგორც იქნა, სწორ კვებაზე გადასვლა, ახალი ვარცხნილობა ან თმის განახლება და ორი - სამი ახალი „ლუქი“.

ეს სია თუ ინდივიდუალურია და შესაძლებელია დაკორექტირდეს, არის ის „ერთადერთი“, რომლის გარეშე მზიანი ამინდების დადგომა წარმოუდგენლად გვეჩვენება. ეს ლამაზი და გლუვი კანია. იმისთვის, რომ აუზზე, ზღვის სანაპიროზე, პიკნიკზე თუ დარბაზში თავი კიდევ უფრო კომფორტულად ვიგრძნოთ, გაზაფხულზე ყველაზე პოპულარულ თავის მოვლის პროცედურას - ლაზერულ ეპილაციას მივმართავთ.

ამ მხრივ გამონაკლისი არც Victoria Secret - ის მოდელები არიან. ცნობილია, რომ ქენდის სვეინფული, ალესანდრა ამბროსიო და იზაბელ გულარი თმის მოშორების საშუალებებიდან ალექსანდრიტის ლაზერით ეპილაციას ანიჭებენ უპირატესობას.

მოდი ჩამოვთვალოთ: თანამედროვე კოსმეტოლოგიაში თმის მოშორების რამდენიმე მეთოდია ცნობილი. დეპილაცია, ელექტრო ეპილაცია, ერთჯერადი საპარსი, დიოდური ეპილაცია, ფოტოეპილაცია, ნეოდიუმის ლაზერით ეპილაცია და “ოქროს სტანდარტად აღიარებული” ალექსანდრიტის ლაზერით ეპილაცია.

დეპილაცია თამამად შეგვიძლია თმის მოშორების ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პროცედურად მივიჩნიოთ. რაც ზოგიერთ შემთხვევაში კანის ზედაპირის დაზიანებასაც იწვევს. თმა მხოლოდ ზედაპირზე შორდება და მოკლევადიანი ეფექტით გამოირჩევა.

ნემსით ეპილაცია ეფექტური, მაგრამ ასევე საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა. შედარებით დიდ დროსაც მოითხოვს. ამასთან, ნემსით ეპილაციისას ირღვევა კანის ქსოვილი და არსებობს ინფექციის შეჭრის მაღალი რისკი. დიდია ჰიპერპიგმენტების და ნაწიბურების წარმოქმნის ალბათობა.

ამ რისკებს თავიდან აცილება ლაზერული ეპილაციით არის შესაძლებელი. ამიტომ, კარგია ვიცოდეთ განსხვავება დიოდის ლაზერით ეპილაციასა და ალექსანდრიტის ლაზერით ეპილაციას შორის.

დიოდის ლაზერით ეპილაციის შემთხვევაში, პროცედურამდე კანი იპარსება, რაც პაციენტისთვის ერთგვარი დისკომფორტია, განსაკუთრებით სახის არეში. თმის ცვენას რამდენიმე დღე სჭირდება. განმეორებითი პროცედურის ჩატარება, კი უკვე 20-25 დღის შემდეგ არის რეკომენდირებული.

ალექსანდრიტის ლაზერი „ოქროს სტადარტად“ უსაფუძვლოდ არ უღიარებიათ. ალექსანდრიტის ლაზერით ეპილაციისას კანი არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას (არ ხდება კანის გაპარსვა). ეფექტი მომენტალურია. პროცედურებს შორის ინტერვალი კი საშუალოდ თვენახევარი გრძელდება. სხვა ლაზერთან შედარებით, ალექსანდრიტის ლაზერის ერთი იმპულსის ფართობი გაცილებით დიდია.

ამასთან, პროცედურა არა მხოლოდ უმტკივნეულოა, არამედ სითბური ენერგიის მეშვეობით, კანს უფრო გლუვს და აბრეშუმისებრს ხდის, რაც საბოლოოდ კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

ნებისმიერი ტიპის ლაზერით ეპილაციისას, პროცედურიდან ორი კვირით ადრე და ორი კვირის შემდეგ, არ არის რეკომენდირებული მზის აბაზანის მიღება ან სოლარიუმში გარუჯვა. ასევე, პროცედურიდან მინიმუმ 2 საათი, თავი უნდა შევიკავოთ წყლის აბაზანისგან. ზაფხულში, მზეზე გასვლისას კი 2 კვირის განმავლობაში აუცილებლად გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალება.

ალექსანდრიტის ლაზერის უახლესი, მეოთხე თაობის „კანდელას“ აპარატურით არის აღჭურვილი კლინიკა „მედის“ ფილიალები. „კანდელა“ მსოფლიოში ცნობილი, ლაზერული ტექნოლოგიების ლიდერი აპარატია. გამოირჩევა სისწრაფით და ეფექტურობით. მისი ორმაგი გაგრილების სისტემა პროცედურას თითქმის სრულიად უმტკივნეულოს ხდის.

აპარატის სხვადასვხა დიამეტრის თავების მეშვეობით, ლაზერის სხივი ზუსტად მიემართება სხეულის კონკრეტული ადგილისკენ, სხივი ზედმეტად არ იშლება, რაც დიდი ზონის უსწრაფესად დამუშავების საშუალებას იძლევა.

„მედი“, გარდა უახლესი აპარატურისა, პროფესიონალი ექიმებით და უმაღლესი ხარისხის სერვისით გამოირჩევა. ის პირველი ესთეტიკური კლინიკაა საქართველოში და უკვე 20 წელზე მეტია, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს.

აქ ერთი ფანჯრის პრინციპით, სრული ესთეტიკური მედიცინის მომსახურების მიღებაა შესაძლებელი, რაც „მედის“ გამორჩეულად კომფორტულს ხდის. ალბათ ამიტომაც, ქართველი სელებრითები, თავიანთ სილამაზეს და ჯანმრთელობას სწორედ „მედის“ ანდობენ. პროცედურაზე რეგისტრაცია მარტივია, უბრალოდ დარეკეთ და თქვენთვის სასურველ დროს ჩაეწერეთ მედის 20 ფილიალიდან ერთ-ერთში 0322 291 00 00

(R)

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია