დანიის საელჩო უკრაინაში მუშაობას აახლებს

დანიის საელჩო უკრაინაში მუშაობას აახლებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეპე კოფოდმა განაცხადა.

მისი თქმით, საელჩოს ხელახლა გახსნა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია.

„ის, რომ დღეს დანიის საელჩოს კარს ხელახლა ვხსნით, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ დანიის მხარდაჭერის ძლიერი სიმბოლოა,“ - განაცხადა მინისტრმა.

უკრაინის დედაქალაქში მუშაობა უკვე 20-ზე მეტმა საელჩომ, მათ შორის ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიისა და ნიდერლანდების საელჩომ განაახლა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა გასულ კვირას კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატები ეტაპობრივად დაიწყებენ ქვეყანაში დაბრუნებას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს