დაზღვევის დღესთან დაკავშირებით „ალდაგში“ ავტოდაზღვევის მომხმარებლებისთვის საჩუქარია

2 მაისს, საქართველოში პირველად, დაზღვევის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით „ალდაგში“ ავტოდაზღვევის მომხმარებლებისთვის ერთდღიანი კამპანიაა და ისინი, ვინც ვინც 2 მაისს შეიძენს ავტოდაზღვევას, საჩუქრად მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა (მპპდ) გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

„მესამე პირის წინაშე პასუხიმგებლობის დაზღვევა, რომელსაც „ალდაგი“ მომხმარებლებს აჩუქებს, 5000- ლარიანი ლიმიტით ფარავს შემთხვევას, თუ მძღოლი მესამე პირის ავტომობილს ან/და ქონებას დააზიანებს. ამ ლიმიტის ფარგლებში დაიფარება მესამე პირის ქონების აღდგენის ხარჯები.

2 მაისი, დაზღვევის დღე, საქართველოში წელს პირველად აღინიშნება და ტრადიციად დამკვიდრდება. თარიღის დაწესების ინიციატორია დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, მხარდამჭერები: სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია და 17 კერძო სადაზღვევო კომპანია.

ამ თარიღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად დაზღვევისა და სადაზღვევო პროდუქტებისა და მათთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება.

დაზღვევის დღესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ცნობადობის კამპანია და კონკურსი, რომლის გამარჯვებულები დღეს დაზღვევის კონფერენციაზე გამოვლინდებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო