მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ქალაქ მარიუპოლის მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, - ამის შესახებ ქალაქის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი ინფორმაციით, ავტობუსებმა მარიუპოლი დატოვეს. წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ავტობუსები მოსახლეობას სოფელ მანგუშსა და ბერდიანსკში აიყვანენ", - განაცხადა ანდრიუშჩენკომ და დასძინა, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ, კოლონას საკუთარი ტრანსპორტით შეუერთდნენ.

„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მარიუპოლის ათასობით მცხოვრები, რომელიც მარიუპოლიდან ზაპორიჟიესკენ მიმავალ გზაზე იყო ჩარჩენილი, ზაპოროჟიემდე დღეს საღამოს ან ხვალ დილით ჩავა“, - აღნიშნა მერის მრჩეველმა.

შეგახსენებთ, მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია კვირისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ „უსაფრთხოების მიზეზების“ გამო ვერ განხორციელდა. საერთო ევაკუაცია განსხვავდება იმ სამოქალაქო პირების ევაკუაციის პროცესისგან, რომლებიც „აზოვსტალის“ ქარხანაში არიან ჩარჩენილი.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის