უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე რა ხდება რუსეთსა და თავად უკრაინაში, აშშ-სა და ირანს შორის ომი მიმდინარეობის ფონზე რა ხდება აშშ-სა და ევროპას, ასევე აშშ-სა და რუსეთს შორის, „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.
- ბატონო ავთანდილ, საუბარი უნდა დავიწყოთ იმით თუ რა ხდება უკრაინა-რუსეთის სამხედრო დაპირისპირების მიმდინარეობისას.
ვხედავთ, უკრაინული დრონებმა ლენინგრადის ოლქში რუსეთის უდიდესი ნავთობსაწარმოები სერიოზულად დააზიანეს, ტუაფსე სამჯერ ისე დაიბომბა და შავი ზღვის აკვატორიაში იმდენი ნავთობი ჩაიღვარა, მის გაწმენდას საკმაოზე დიდი დრო დასჭირდება.
ვხედავთ ასევე რომ უკრაინული დრონები აზიანებენ ნავთობის საწარმოებს ურალამდე და ურალის ქედის გადაღმაც. ამას წინათ ქალაქი ნოვოსიბირსკიც კი დაიბომბა. გარდა ამისა უკრაინულმა დრონებმა პრაქტიკულად დიდი ზიანი მიაყენეს ყირიმში განლაგებულ რუსულ სამხედრო ინფრასტრუქტურას.
უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების ხაზზე კი ახლა გაცილებით მეტი რუსი ჯარისკაცი იღუპება, ვიდრე მანამდე. ბევრი იმაზეც საუბრობს რომ ახლა ცხადადაც კი იკვეთება ამ ომში უკრაინელების სამხედრო-ტექნოლოგიური უპირატესობა აქვთ.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა უკრაინა-რუსეთის სამხედრო დაპირისპირების მეხუთე წელს ხდება?
- უკრაინა-რუსეთის სამხედრო დაპირისპირებაში ახლა გადამწყვეტ როლს ასრულებენ უკრაინული დრონები. ვხედავთ, რომ დრონების წარმოების თვალსაზრისით უკრაინა საკმაოდ დაწინაურდა. ამ საქმეში მსოფლიოში ლიდერები არიან. ბრიტანეთთან და გერმანისთან ერთად მათ სამხედრო კონტრაქტები გააფორმეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან.
რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა და მათ არ ჰყოფნით საჰაერო ძალები იმისთვის რომ დაიცვან მთელი თავისი ტერიტორია.
უკრაინა-რუსეთის სამხედრო დაპირისპირებაში ახლა გადამწყვეთ როლს ასრულებენ უკრაინული დრონები. ვხედავთ, რომ დრონების წარმოების თვალსაზრისით უკრაინა საკმაოდ დაწინაურდა
ჩემი აზრით, უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში ახლა განმსაზღვრელი ფაქტორია ის, რომ ტრამპი უკრაინას აძლევს საშუალებას უკრაინამ ბომბოს რუსეთის პორტები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. ბაიდენის დროს სხვა ვითარება იყო. ბაიდენის ამერიკა ერიდებოდა უკრაინას ებომბა რუსეთის ნავთობისგადამამუშავებელი წარმოებები. ბაიდენს იმის ეშინოდა რომ ამის გამო ევროპაშიც და ამერიკაშიც ნავთობზე ფასი გაიზრდებოდა.
ამ თვალსაზრისით ტრამპის პოლიტიკა ბაიდენის პოლიტიკისაგან იმით განსხვავდება რომ ტრამპი რუსეთს განიხილავს როგორც აშშ-ს კონკურენტს ნავთობის ექსპორტირების საქმეში.
ტრამპის პოლიტიკა ბაიდენის პოლიტიკისაგან იმით განსხვავდება რომ ტრამპი რუსეთს განიხილავს როგორც აშშ-ს კონკურენტს ნავთობის ექსპორტირების საქმეში
- სწორედ ამის გამო ვეღარ ახერხებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოოს წარმატებული ომი.
თავად რუსებისვე შეფასებით, რუსეთის ეკონომიკაში ვითარება საკმაოდ მძიმეა, თან უმსხვილეს სფეროებში, რომლებიც ბიუჯეტს ავსებდნენ. ბევრი წარმოებაა გაჩერებული და ასე შემდეგ.
რჩება შთაბეჭდილება რომ რუსეთს სულ უფრო მეტად უჭირს ომის წარმოება. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს...
- ბიუჯეტის შევსების თვალსაზრისით რუსეთში ჯერ კატასტროფა არაა, მაგრამ, არ ჩანს იმის პერსპექტივა თუ როგორ შეიძლება იმ უმძიმესი ეკონომიკური სიტუაციიდან გამოსვლა, რომელშიც ახლაა აღმოჩენილი რუსეთის ეკონომიკა. ეს არის ის მთავარი, რაც ასე აღიზიანებს რუსეთის ხალხსაც და ელიტასაც.
რუსეთის პოლიტიკური ელიტის ნაწილი ქვეყნის ურთულეს მდგომარეობაში ყოფნის მიზეზად იმას მიიჩნევს, რომ პუტინმა ტრამპთან ვერ მოახერხა უკრაინასთან ომის დასრულების პირობებზე მოლაპარაკება. მოსკოვის პოლიტიკურ და ელიტურ წრეებში უკვე ხვდებიან რომ რუსეთს არ ჰყოფნის რესურსი იმისთვის რომ უკრაინასთან ომი მოიგოს. შეიქმნა ვითარება, როცა პუტინის დროის გაჭიანურების პოლიტიკა რუსეთისთვის წამგებიანია.
ბიუჯეტის შევსების თვალსაზრისით რუსეთში ჯერ კატასტროფა არაა, მაგრამ, არ ჩანს იმის პერსპექტივა თუ როგორ შეიძლება იმ უმძიმესი ეკონომიკური სიტუაციიდან გამოსვლა, რომელშიც ახლაა აღმოჩენილი რუსეთის ეკონომიკა. ეს არის ის მთავარი, რაც ასე აღიზიანებს რუსეთის ხალხსაც და ელიტასაც
ეს რომ აშკარაა, ახლა ბევრი ხვდება. ამიტომაცაა რომ რუსეთში დაიწყო შეუქცევადი პროცესები. ამის გამო ხდება ის რომ ქვეყნდება მასალები იმაზე რომ პუტინის რეიტინგი საგრძნობლად ეცემა. ისმის ხმები პოლიტიკური ხელმძღვანელობის კრიტიკაზე, რომელსაც არ შეუძლია გადადგას ნაბიჯები უკრაინასთან ომის დასასრულებლად.
რუსული პროპაგანდისტული მანქანა ძალას კარგავს. საზოგადოებრივი უკმაყოფილება იზრდება, მაგრამ მთავრობა ცდილობს მოქალაქეები დაარწმუნოს, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა.
ბლოგერ ვიქტორია ბონიას მიმართვას პრეზიდენტ პუტინისადმი 30 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ტელეწამყვანმა ვლადიმერ სოლოვიოვმა ვიქტორია ბონიას შესახებ მკაცრი კომენტარები გააკეთა, თუმცა მოგვიანებით, პირდაპირ ეთერში ბოდიში მოიხადა.
რუსეთის პოლიტიკური ელიტის ნაწილი ქვეყნის ურთულეს მდგომარეობაში ყოფნის მიზეზად იმას მიიჩნევს, რომ პუტინმა ტრამპთან ვერ მოახერხა უკრაინასთან ომის დასრულების პირობებზე მოლაპარაკება
რუსეთის მოსახლეობას გეოპოლიტიკაზე მეტად შიდა პრობლემები აწუხებს. რუსეთის ხელმძღვანელობა აშკარად მოუმზადებელია საზოგადოებრივი განწყობის ცვლილებისთვის.
- შესაძლოა, რუსული ელიტისა და მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მართლაც სურდეს უკრაინასთან ომის დასრულება, მაგრამ, რა პირობებით, ეს არ ჩანს, რადგან რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობაში უკრაინის განადგურების მსურველთა რაოდენობა კვლავ საკმაოდ დიდია.
როგორც ჩანს, ესაა მიზეზი იმისა რომ რუსებს კიევიდან ესმით მოწოდებები - თუ გსურთ ომის დასრულება უკრაინა-რუსეთის სამხედრო ძალების დაპირისპირების ზოლზე დაამთავრეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ კიდევ უფრო დიდ დათმობებზე მოგიწევთ წასვლა და ეს თქვენთვის უარესი იქნებაო...
ეს, შესაძლოა, იმასაც ნიშნავდეს რომ ამ ომში დღეს უკრაინა უფრო თავდაჯერებულად გრძნობს თავს?
- უკრაინაშიც, საკმაოდ რთული მდგომარეობაა. რუსეთის მსგავსად ომით უკრაინაც დაღლილია, აქვთ ეკონომიკური პრობლემებიც, მაგრამ ახლა უკრაინას რუსეთთან მიმართებაში აქვს ფსიქოლოგიური უპირატესობა.
უკრაინა საკმაოდ წარმატებულ საგრეო პოლიტიკას აწარმოებს. ვთქვი, მაგრამ გავიმეორებ, უკრაინასთან დრონების წარმოებაზე კონტრაქტები აქვს გაფორმებული არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებთან, არამედ, სულ ახლახან აზერბაიჯანთან გააფორმეს კონტრაქტები ერთობლივად დრონოების წარმობაზე.
უკრაინაშიც, საკმაოდ რთული მდგომარეობაა. რუსეთის მსგავსად ომით უკრაინაც დაღლილია, აქვთ ეკონომიკური პრობლემებიც, მაგრამ ახლა უკრაინას რუსეთთან მიმართებაში აქვს ფსიქოლოგიური უპირატესობა
რუსეთში ახლა პოლიტიკურ წრეებში ჩამოყალიბებულია ორი ბანაკი - პირველები არიან ისინი, ვინც თვლის რომ პუტინი, როგორც მმართველი სუსტია და არ ახორციელებს ზეწოლას ევროპაზე. ამ ჯგუფის წარმომადგენლები ე.წ. „ქორები“, აქტიურად საუბრობენ იმაზე რომ რუსეთმა დარტყმები უნდა განახორციელოს ევროპულ ქვეყნებზე, კიდევ შეუტიოს ბალტიის ქვეყნებს, რომლის შემდეგაც ევროპაც და ამერიკაც რუსეთთან უკრაინის საკითხში უფრო დამთმობები იქნებიან.
მეორე ბანაკის წარმომადგენლები თვლიან რომ უკრაინასთან ომის გაგრძელება რუსეთისთვის კატასტროფა იქნება. ისინი დაჟინებით მოითხოვენ პუტინისაგან ტრამპთან დადოს გარიგება.
- ამ თემაზე ინტერნეტში სხვადასხვა მოსაზრებები ვრცელდება. ამბობენ, რომ კრემლის ელიტა ასეა დაყოფილი - პირველში შედიან - კირიენკო, პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრემიერი მიშუსტინი, ნაციონალური ბანკის მმართველი ნაბიულინა და ოლიგარქების ნაწილი.
მეორეში კი არიან - პატრუშევი, ლავროვი, ეფ-ეს-ბე, ფე-სეო-სა და მედიის წარმომადგენლები. თუ ამას იმასაც დავამატებთ თუ რა თქვა უშიშროების საბჭოს მდივანმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრა შოიგუმ. იგილისხმება მისი ნათქვამი რომ „პუტინს ჩემი ჩარეცხვა სურს. უნდა ომში წარუმატებლობაზე მთელი პასუხიმგებლომა მე ამკიდოს. არადა ყველაფერზე პასუხიმგებელი მხოლოდ პრეზიდენტი პუტინიაო“.
თუ ამას ასევე დავუმატებთ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში კომუნისტების ლიდერის ნათქვამს - „თუ ეკონომიკას ვერ ვუშველეთ, 1917 წელი განმეორდებაო“. იგულისხმება 1917 წლის რევოლუცია.
ყველაფერი ეს პუტინის რუსეთში არსებულ ვითარებაზე რა სურათზე მიუთითებს?
- იმაზე მიუთითებს რომ დღევანდელ რუსეთის ხელისუფლებაში არის დაპირისპირებული ორი გუნდი. პუტინი ამ ჯგუფებს შორის ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას. გორბაჩოვის დროინდელ სსრკ-ს პერიოდშიც ასეთივე სიტუაცია იყო. როგორც ჩანს, პუტინი ბუნებით არ არის დიქტატორი და ცდილობს ვითარების დაბალანსებას. კრიზისულ ვითარებაში ლიდერმა ან ერთი მხარე უნდა აირჩიოს, ან მეორე.
გორბაჩოვი ცდილობდა „რეფორმატორებისთვის“ გაეგორებინა კოჭი და „კონსერვატორებისთვის“, საბოლოო ჯამში კი საბჭოთა სისტემა დაინგრა. მსგავსი სიტუაციაა ახლა დღევანდელ რუსეთშიც.
გორბაჩოვი ცდილობდა „რეფორმატორებისთვის“ გაეგორებინა კოჭი და „კონსერვატორებისთვის“, საბოლოო ჯამში კი საბჭოთა სისტემა დაინგრა. მსგავსი სიტუაციაა ახლა დღევანდელ რუსეთშიც
- რამდენად სახიფათოა რუსეთში არსებული ვითარება იმ თვალსაზრისით რომ ახლა შესაძლოა, როგორც 1991 წელს განმეორდეს რუსეთის დაშლა?
- რუსეთში არსებული ვითარება ძალიან სახიფათოა. ამის მიზეზი კი ისაა რომ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება, არავის არ უნდა. არც ომის მომხრეებს და არც ომის დასრულების მომხრეებს. დღეს არ არის ლიდერი, რომელიც შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებდა.
ელცინი ბევრ კრიტიკას იმსახურებს, მაგრამ მისი უპირატესობა ის იყო რომ მას შეეძლო პასუხიმგებლობის თავის თავზე აღება. მან თქვა, რომ რეფორმები რუსეთში უნდა ჩატარდეს და რეფორმები რუსეთში ჩატარდა კიდეც. ახლა რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში არ ჩანს პოლიტიკური ფიგურა, რომელიც თავის თავზე აიღებდა პასუხისმგებლობას ან ომის დასრულებაზე, ან ომის უფრი აგრესიულად გაგრძელებაზე.
ახლა რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში არ ჩანს პოლიტიკური ფიგურა, რომელიც თავის თავზე აიღებდა პასუხისმგებლობას ან ომის დასრულებაზე, ან ომის უფრი აგრესიულად გაგრძელებაზე
რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის.
- თუ ასე გაგრძელდა, რა ვითარება შეიძლება შეიქმნას რუსეთში?
- შესაძლოა, რუსეთში პროცესები ისეთი სცენარით განვითარდეს, შემდეგ რა იქნება, ამის პროგნოზირება შეუძლებელი გახდება. ამის მიზეზი ის გახლავთ რომ დღევანდელი რუსეთის პოლიტელიტაში არ არიან პოლიტიკური ფიგურები, ლიდერები, რომლებსაც, შესაძლოა, ჰქონდეთ რუსეთის შემდგომი განვითარების ხედვები და იდეები.
გვესმის ძალიან ბევრი შეთქმულების თეორიები იმაზე რომ ეფ-ეს-ბემ იცის თუ როგორ უნდა განვითარდეს პროცესები. ასევე საუბრობენ სერგეი კირიენკოს სავარაუდო გეგმებზე, მაგრამ, ჯერ არ ჩანს, რომ რუსეთის უმაღლეს ეშელონებში ვინმემ იცის, სავარაუდოდ, რა და როგორ იქნება რუსეთში. ანუ, არც ერთმა ჯგუფმა არ იცის ამ კრიტიკულ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს.
შესაძლოა, რუსეთში პროცესები ისეთი სცენარით განვითარდეს, შემდეგ რა იქნება, ამის პროგნოზირება შეუძლებელი გახდება... ეს კი არ გამორიცხავს იმას, რომ რუსეთში მოვლენები შესაძლოა, სტიქიურად განვითარდეს
ეს კი არ გამორიცხავს იმას, რომ რუსეთში მოვლენები შესაძლოა, სტიქიურად განვითარდეს.
- რადგან აფხაზეთის ახალი კურატორი სერგეი კირიენკო გაიხსენეთ, გკითხავთ. ახლა რუსეთის თემაზე უამრავი პროგნოზი კეთდება.
ამას წინათ თემაზე სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები რუსეთში, ხელოვნურმა ინტელექტმა დაახლოებით ასე უპასუხა - ეკონომიკური პრობლემების, ასევე უკრაინასთან ომში დამარცხების გამო რუსეთი მრავალ რესპუბლიკად დაიშლება.
ერთ-ერთი ვერსიით კრასნოდარის მხარეში შეიქმნება „შავი ზღვისპირეთის რესპუბლიკა“. ასეთი რესპუბლიკები გასული საუკუნის 20 წლებში რუსეთის იმპერიაში 100-ზე მეტი იყო, მაგრამ შემდეგ რა ფორმა მიიღო სსრკ-ს დროს გვახსოვს.
აფხაზეთში სერგეი კირიენკოს აქტიურობა, რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსირების პროცესის დაჩქარებული ტემპებით წარმოება იმაზე ხომ არ შეიძლება მიუთითებდეს, რომ კრემლში გარკვეული წრეები რუსეთისთვის უარესი სცენარებისთვის ემზადებიან?
- არა, ეს ამას არ შეიძლება ნიშნავდეს. არა მგონია რომ კირიენკოს ჰქონდეს რაიმე გლობალური გეგმები. კირიენკო, როგორც კრემლის ყველა მაღალჩინოსანი ცდილობს გააძლიეროს თავისი კლანი. ანუ ის ჯგუფი, რომლის რესურსებს ის აკონტროლებს. რუსეთში ახლა მეტ-ნაკლებად ძლიერი ჯგუფი და კლანები ამით არიან დაკავებულები.
ვიმეორებ, ჩემი აზრით, არც ერთ ჯგუფს რუსეთის განვითარების ჩამოყალიბებული გეგმა არ აქვს. ამიტომაცაა რომ ვამბობ, რუსეთში ვითარება სახიფათოცაა და არაპროგნოზირებადიც.
არც ერთ ჯგუფს რუსეთის განვითარების ჩამოყალიბებული გეგმა არ აქვს. ამიტომაცაა რომ ვამბობ, რუსეთში ვითარება სახიფათოცაა და არაპროგნოზირებადიც
- საუბრის დასაწყისში ბრძანეთ - პუტინმა ტრამპთან უკრაინის საკითხში ვერანაირი შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლო.
აშშ-ირანის ომიც უცნაურად ვითარდება. გასაგებია რომ აშშ-მ საკმაოდ დააზიანა ირანი როგორც სახელმწიფო, მაგრამ, ვხედავთ, რომ აშშ-ომის დასრულებას ბოლო არ უჩანს. მხარეები იმდენად განსახავებულ პირობებზე საუბრობენ, ომის დასრულებაზეც კი საუბარიც უპერსპექტივოდაც ჩანს.
თქვენ როგორ დაახასიათებდით იმას, თუ რა ვითარებაა ახლა აშშ-ირანს შორის მიმდინარე ომში?
- ჩემი აზრით, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ირანთან დაკავშირებულ საკითხში არსებული განხეთქილება აშშ-სა და ევროპას შორის. აშშ-სა და ევროპას შორის ასეთი დონის განხეთქილება დიდი ხანია არ ყოფილა.
ყველაზე მნიშვნელოვანია ირანთან დაკავშირებულ საკითხში არსებული განხეთქილება აშშ-სა და ევროპას შორის. აშშ-სა და ევროპას შორის ასეთი დონის განხეთქილება დიდი ხანია არ ყოფილა
ევროპა ეწინააღმდეგება აშშ-ს ომს ირანში და ფაქტიურად მხარს უჭრს ირანს. აშშ-ს აწყობს ჰორმუზის სრუტის ბლოკადა. ასა თუნდაც იმიტომ რომ მსოფლიოში იზრდება ნავთობის ფასი. ახლა ქვეყნები ამერიკულ ნავთობს ყიდულობენ. ამგვარი ვითარება უარყოფითად მოქმედებს ევროპაზეც და ჩინეთზე.
ევროპაც და ჩინეთიც ტრამპისთვის გეოპოლიტიკური მეტოქეები არიან. აქამდე ყველასთვის გასაგები იყო რომ აშშ-ს მეტოქე ჩინეთი იყო, მაგრამ, ახლა ევროპაცაა. ბაიდენის დროს ასე არ იყო. ასე რომ ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას რომ მსოფლიოში ახალ გარემოებებთან გვაქვს საქმე.
ევროპაც და ჩინეთიც ტრამპისთვის გეოპოლიტიკური მეტოქეები არიან. აქამდე ყველასთვის გასაგები იყო რომ აშშ-ს მეტოქე ჩინეთი იყო, მაგრამ, ახლა ევროპაცაა. ბაიდენის დროს ასე არ იყო. ასე რომ ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას რომ მსოფლიოში ახალ გარემოებებთან გვაქვს საქმე
პუტინს ჰქონდა შანსი ამ სიტუაციით ესარგებლა თუ მხარს ტრამპს დაუჭრდა. ასეთ ვითარებაში გამოვიდოდა რომ რუსეთიც მოიგებდა. მაგრამ, რუსეთმა მხარი დაუჭირა ირანს.
სწორედ ამიტომაა, რომ, ჩემი აზრით, ტრამპი აძლევს უკრაინას საშუალებას რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს რუსეთის პორტებს, ნავთობსაწარმოებსა და ტერმინალებს.
- აშშ-ირანის ომის დაწყების პირველ ეტაპზე მოსკოვი ტრამპისგან მოითხოვდა ყოფილიყო შუამავალი აშშ-სა და ირანს შორის. მართალია, ამის რესურსი პუტინს რეალურად არ ჰქონდა. ვნახეთ, რომ ამ პროცესების ფონზე პუტინი ირანის წარმომადგენელს, არაქჩის შეხვდა.
რას შეიძლება ნიშნავდეს ეს შეხვედრა და რაზე შეიძლება იყოს გათვლილი?
- ეს, შესაძლოა ყოფილიყო დიპლომატიური ჟესტი, მაგრამ, მთავარი ისაა რომ პუტინი მხარს უჭრს ირანს, როგორც ჩინეთის მოკავშირეს. ეს კი წინააღმდეგობაშია ტრამპის გეოპოლიტიკურ პოზიციებთან. ამიტომაა რომ ტრამპთან პუტინის გარიგების თემა ჩაშლილი ჩანს.
არადა, რუსეთის ელიტებს ჰქონდა მოლოდინი რომ ტრამპთან პუტინი მიაღწევდა გარიგებას უკრაინის საკითხში და ომი უკრაინაში დასრულდებოდა და რუსეთი შეძლებდა მისთვის ამ კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლას.
მთავარი ისაა რომ პუტინი მხარს უჭრს ირანს, როგორც ჩინეთის მოკავშირეს. ეს კი წინააღმდეგობაშია ტრამპის გეოპოლიტიკურ პოზიციებთან. ამიტომაა რომ ტრამპთან პუტინის გარიგების თემა ჩაშლილი ჩანს
უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივა რომ არ ჩანს, ესაა მიზეზი იმისა რომ სულ უფრო ხშირად ისმის პუტინის კრიტიკა.
- დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება მოსაზრებაში, რომ უკრაინა-რუსეთის ომი მანამდე არ დასრულდება, ვიდრე აშშ-ირანის ომი არ დასრულდება.
სავარაუდოდ, როგორ და როდის შეიძლება დასრულდეს აშშ-ირანის ომი?
- ირანში ისლამურ გუშაგთა კორპუსსა და სამოქალაქო ძალებს შორის საკმაოდ დიდი განხეთქილებაა.
გუშაგების გათვლა ასეთი იყო - ტრამპი იძულებული იქნება უკან დაიხიოს იმის გამო რომ მათ ჰორმუზის სრუტე გადაკეტეს. მაგრამ, ტრამპმაც ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე და ჩანს მზადაა გააგრძელოს სრუტის ბლოკადა. ისეთი პირი უჩანს, თავად ირანში ისე უნდა განვითარდეს პროცესები რომ ისლამური გუშაგების გავლენა შესუსტდეს. ირანის მთავარი იარაღი ნავთობია. ფაქტია, რომ ასეთ ვითარებაში ირანი დიდხანს ვერ გაძლებს.
გუშაგების გათვლა ასეთი იყო - ტრამპი იძულებული იქნება უკან დაიხიოს იმის გამო რომ მათ ჰორმუზის სრუტე გადაკეტეს. მაგრამ, ტრამპმაც ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე და ჩანს მზადაა გააგრძელოს სრუტის ბლოკადა
- თუ ტრამპმა ირანში სამხედრო ოპერაცია წარმატებით დაასრულა, ასეთ შემთხვევაში მისი „რესპუბლიკური“ პარტია ნოემბრის შვალედურ არჩევნებს არ წააგებს. ასეა?
- თუ ირანში რეჟიმის ცვლილება მოხდა, მაშინ ტრამპი შუალედურ არჩევნებს მოიგებს. თუ ირანის ახალი ხელმძღვანელობა დათანხმდება იმას რომ ირანი აღარ შეეცდება ბირთვული იარაღის შექმნა, რაც ტრამპისთვის მთავარია, მაშინ ტრამპს ექნება საშუალება თქვას რომ ომი მოიგო.
წელს აშშ-ს დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს იზეიმებს. წელს აშშ-ში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს. ტრამპის ამოცანაა ომი ირანში აშშ-ს იუბილემდე, ანუ 4 ივლისამდე, დაასრულოს.
წელს აშშ-ს დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს იზეიმებს. წელს აშშ-ში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს. ტრამპის ამოცანაა ომი ირანში აშშ-ს იუბილემდე, ანუ 4 ივლისამდე დაასრულოს
- „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი - „თუ ფორცმაჟორული ვითარება შეიქნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება. მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები“.
დღეისათვის ისეთი ვითარებაა, ჭირს იმის თქმა რომ საქართველოს შეუძლია ვინმესგან უსაფრთხოების გარანტიების მიღება.
ამ ფონზე საინტერესო, საქართველო სადაა, რა ჩანს?
- ჩვენ ვერ გამოვედით „ნაცრისფერი ზონიდან“. ეს არის მთავარი პრობლემა. საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ რომელ ბანაკში ვართ. ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი მომავალი საერთაშორისო ასპარეზზე.
ჩვენ ვერ გამოვედით „ნაცრისფერი ზონიდან“. ეს არის მთავარი პრობლემა. საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ რომელ ბანაკში ვართ. ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი მომავალი საერთაშორისო ასპარეზზე
ჩემი აზრით, ის თუ როგორ დასრულდება აშშ-ირანის ომი, ეს საქართველოსთვისაც იქნება გადამწყვეტი ამბავი.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი