მთის ტრასების სააგენტოსა (M.T.A) და ფრანგულ კომპანია Cluster Montagne შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (M.T.A) და ფრანგულ კომპანია Cluster Montagne შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ავრცელებს.

მათ ცნობით, თანამშრომლობა მოიცავს კონსულტაციებს სამთო ტურიზმის, ოთხსეზონური კურორტების, დივერსიფიცირებული და ინოვაციური პროდუქტების განვითარებასა და ხელშეწყობას. ასევე, პროფესიულ გადამზადებას, მარკეტინგულ აქტივობებს, სამთო ტურიზმის პოპულარიზაციასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

„ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორის საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა - ირაკლი ჭირაქაძე ფრანგული კომპანია Cluster Montagne-ის მიწვევით, საქმიანი ვიზიტით საფრანგეთს „Mountain Planet“-ის გამოფენას ეწვია. აღნიშნული გამოფენა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფორუმია სამთო ტურიზმის სფეროში, სადაც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამთო-სათხილამურო ინდუსტრიის რამდენიმე ასეული დელეგატი - კერძოდ, ფინეთის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ავსტრიის, სლოვაკეთის, კანადის, აშშ-ს, იაპონიის და სხვა ქვეყნების სათხილამურო კურორტები და საერთაშორისო კომპანიები. ასევე ვიზიტის ფარგლებში „ემ თი ეის“ დირექტორმა მოინახულა საფრანგეთის ალპების სამი კურორტი: ალ დუეზი, დეზ ალპი და ლა გრავი. ირაკლი ჭირაქაძეს მასპინძელმა მხარემ აღნიშნული კურორტების პოტენციალი, განვითარების გეგმები, ოპერირებისა და მართვის სპეციფიკები გააცნო - სამომავლოდ ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს მთის კურორტებს პროექტებისა და დივერსიფიცირებული პროდუქტების განვითარებაში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს