„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ექსპორტზე კიდევ ერთი ადგილობრივი კომპანია გავიდა

„საქართველოს ბანკი“ აგრო მიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ჩხოროწყუს რაიონში, სოფელ ზუმში, 10 ჰა. ფართობზე მოცვის ბაღები გაშენდა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, მათ მიერ გაცემული 175 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია საჭირო ტექნიკისა და ინვენტარის შეძენას, სამაცივრე მეურნეობის მოწყობასა და მოცვის ბაღების გაშენებას მოხმარდა. პროდუქციის რეალიზაცია ევროპის ბაზარზე ხორციელდება.

საქმიანობაში სეზონურად 25-30 ადამიანია ჩართული. რეალიზაციის მოცულობა კი 210 000 ლარს უტოლდება.

„პარტნიორობის ფარგლებში მოგვეცა შესაძლებლობა, ორჯერ გაგვეფართოებინა ბაღების მასშტაბი და გაგვეუმჯობესებინა ტექნიკური ბაზა. ასევე, შევძელით სამაცივრე მეურნეობის მოწყობა, რაც პროდუქციას გაფუჭებისგან აზღვევს. სამომავლოდ, ვგეგმავთ კიდევ მეტად გავაფართოოთ მოცვის ბაღები“, - აცხადებს მეურნეობის ხელმძღვანელი, გია ლემონჯავა.

„აგროსექტორის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს ბანკი“ აქტიურად აგრძელებს პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით კიდევ ერთმა ადგილობრივმა ბიზნესმა შეძლო საკუთარი მეურნეობის გაფართოება და პროდუქციის ექსპორტზე გატანა. აგრო მიმართულებით მრავალფეროვანი საბანკო პროდუქტების შეთავაზებით, ჩვენი მიზანია მეტად გავუმარტივოთ მომხმარებელს საჭირო ფინანსურ რესურსზე წვდომა, მეურნეობის განვითარება და საექსპორტო ბაზრის შესაბამისი ხარისხის პროდუქციის წარმოება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ აღნიშნული მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას“, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ აგრო ბიზნესის საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე.

ვრცლად, „საქართველოს ბანკი“ აგრო პროდუქტების შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3Lvt3ag

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა