საქართველოს მთავრობამ ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ დებულება დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ დებულება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი დაეხმარება სახელმწიფოს ტყის მდგრადი მართვის პოლიტიკური, სტრატეგიული და საკანონმდებლო ჩარჩოს შესაფასებლად.

სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი დადებითად შეფასდა საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტების, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის სატყეო პროგრამების მიერ.

„საქართველოში ტყის მდგრადი მართვის ეროვნული კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავების პროცესი 2014 წელს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ (IBiS) მხარდაჭერით დაიწყო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, შემუშავდა დოკუმენტი „საქართველოში ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები“ (C&I), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ტყის მდგომარეობის, ტყის მართვის ხარისხისა და მდგრადობის ანგარიშგების სამართლებრივი ინსტრუმენტების შექმნას; ასევე, საქართველოს ტყის მართვის, სარგებლობის, მოვლა-აღდგენისა და დაცვის განხორციელების და შეფასების უზრუნველყოფას იმგვარად, რომ შენარჩუნდეს ტყის ბიომრავალფეროვნება, პროდუქტიულობა, განახლების უნარი, სიცოცხლისუნარიანობა და შესაბამისი ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ფუნქციები ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეებზე და, ამავდროულად, არ მოხდეს სხვა ეკოსისტემების დაზიანება.

2014 წლიდან, საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის პროცესში, შეთანხმდა ტყის მდგრადი მართვის ხუთი პრინციპი: ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური, მრავალფუნქციური და გამჭვირვალე. აღნიშნული პრინციპები ქმნიან ჩარჩოს ტყის სექტორში პოლიტიკური, სტრატეგიული და მართვის გადაწყვეტილებების მიღების გაუმჯობესებისთვის“,- აღნიშნავენ უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა