საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიოს გლობალური გამოწვევები“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მსოფლიოს გლობალური გამოწვევები“, ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოთხი სექციისგან შემდგარი კონფერენციის ორგანიზატორები არიან: რუსუდან ქუთათელაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, ბაირაქთუთან საფფეტ - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი; კოლმანი დორის - ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელი.

კონფერენციაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო არაერთი მნიშვნელოვანი თემა, კერძოდ: თანამედროვე გლობალურ სამყაროში არსებული გამოწვევები; სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები; სოციალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები მსოფლიოში და რეგიონული სოციალური პოლიტიკა; საჯარო მმართველობის შეზღუდვის საკითხები საკონსტიტუციო კონტროლის საშუალებით; უმაღლესი განათლების ახალი აკადემიური ღირებულებები და სტრატეგიული განვითარების პერსპექტივები; აგრეთვე, უმაღლესი განათლების ნაციონალური სპეციფიკის გამოწვევები, ინკლუზიური განათლების შესაძლებლობები სკოლაში და ა.შ.

კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ზურაბ გასიტაშვილმა.

„კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, მით უფრო, დღეს, როცა მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დგას. ორი წლის წინ ეკონომიკის მიმართულებამ კოვიდპანდემიის გამო მიიღო ძლიერი დარტყმა, რაც გააგრძელა ომმა, რომელიც ჩვენს მოძმე ქვეყანაში მეორე თვეა მიმდინარეობს. ვფიქრობ, საკითხები, რომელიც კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა განიხილეს, დროულია და სწორედ, რომ მკვლევრებმა უნდა თქვან გადამწყვეტი სიტყვა იმ პრობლემების დასაძლევად, რომელიც დღეს ასე აწუხებს კაცობრიობას“, - აღნიშნა ზურაბ გასიტაშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ბაირაქთუთან საფფეტი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით საერთაშორისო კონფერენციების მნიშვნელობაზე.

„მივესალმები საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს, ასთი ღონისძიებები მეტად მნიშვნელოვანია, როგორც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარების, ისე უნივერსიტეტების კოლაბორაციისა და ინტერნაციონალიზაციის განვითარების მიზნით“, - განაცხადა ბაირაქთუთან საფფეტმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონფერენციამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ეკონომიკური გამოწვევების პრობლემატიკას თანამედროვე ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ტრენდების გათვალისწინებით. დაწვრილებით იქნა გაანალიზებული კოვიდ-პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებზე, ისე კონკრეტულ მენეჯერულ გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე ისეთი საყოველთაო გამოწვევები, როგორიცაა, შიმშილი თანამედროვე მსოფლიოში, ბავშვებზე ზრუნვა, მცირე ქვეყნების როლი საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარების საქმეში, შშმ პირთა პრობლემატიკა, ფულის გათეთრება, ტერორიზმი და სხვ.

კონფერენციაზე განხილული თემები მონოგრაფიის სახით გამოიცემა. ნაშრომში შემუშავებული რეკომენდაციები კი სასარგებლო იქნება თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკური გლობალური გამოწვევების კვლევით დაინტერესებული აკადემიური წრეების, პოლიტიკის, ეკონომიკის და სოციალური ურთიერთობების თეორეტიკოსებისა და პრაქტიკოსებისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო