ვაშლოვანის ნაკრძალში ინფო-ტური გაიმართა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალში ტურიზმის სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ინფო-ტური გამართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულად ნაკლებად ცნობილ ტურისტულ ადგილებს, მარშრუტებსა და ობიექტებს გაეცნენ.

„ახალ ტურისტულ ლოკაციებს ტურ-ოპერატორები შესთავაზებენ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მოგზაურებს. ტურის მონაწილეებისთვის კასრისწყალში საცხენოსნო ტური მოეწყო. მიჯნის ყურეში გაიმართა ლაშქრობა, სადაც ტურის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ნაკრძალში მყოფ ცხოველებსა და ფრინველებს დაკვირვებოდნენ. ვაშლოვანის ვიზიტორთა ცენტრში საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა ტურის მონაწილეებს ნაკრძალში უსაფრთხოების წესები გააცნეს, ასევე ინფორმაცია მიაწოდეს ნაკრძალში არსებული ფლორისა და ფაუნის შესახებ. ტურ-ოპერატორებმა და მედიის წარმომადგენლებმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტახის წყალი, შავი მთა, არწივის ხეობა, კაკლის ყურე დაათვალიერეს.

ტურის ფარგლებში სოფელი არხილოსკარი, შირაქის ყოფილი სამხედრო აეროდრომი დაათვალიერეს. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ტურ-ოპერატორები და გიდები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის „Gitoa” – საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციის, “GTA” – საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ეკო-ტურიზმის ასოციაციის მიერ შეირჩნენ“,-აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა