ქეთევან ჩაჩავა - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს შევსებული კითხვარი

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს შევსებული კითხვარი და ამასთან, კითხვარის მეორე ნაწილის შევსების პროცესი გახადოს მაქსიმალურად ინკლუზიური და უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეების, ექსპერტთა წრეებისა და სამოქალაქო სექტორის, მაქსიმალური ჩართულობა, - ამის შესახებ განვითარების და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელი დირექტორი, ევროინტეგრაციის საკითხებში ექსპერტი და საინფორმაციო ცენტრის ნატო-ს და ევროკავშირის შესახებ ყოფილი ხელმძღვანელი, ქეთევან ჩაჩავა აცხადებს.

როგორც ჩაჩავა აღნიშნავს, საქართველოსთვის გახსნილია ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა და აუცილებელია საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია და საუკეთესო შედეგის მისაღწევად ყველა შესაძლო რესურსის გამოყენება.

„ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველო, ამჟამად, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება. საქართველოსთვის გახსნილია ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა და აუცილებელია საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია და საუკეთესო შედეგის მისაღწევად ყველა შესაძლო რესურსის გამოყენება. მისასალმებელია, ხელისუფლების მიერ ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის გასაჯაროება, თუმცა აქვე აღსანიშნავია რომ კითხვარზე მომზადებული პასუხების გასაჯაროება და გაგზავნამდე სამუშაო პროცესის ინკლუზიურობა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პოზიტიურ როლს შეიტანდა აღნიშნულ ისტორიულ პროცესში. მოვუწოდებთ, ხელისუფლებას საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს შევსებული კითხვარი და ამასთან, კითხვარის მეორე ნაწილის შევსების პროცესი გახადოს მაქსიმალურად ინკლუზიური და უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეების, ექსპერტთა წრეებისა და სამოქალაქო სექტორის, მაქსიმალური ჩართულობა“, - აცხადებს ქეთევან ჩაჩავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა