პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სამეცნიერო პრემია „თამარის“ რიგით მესამე დაჯილდოება გაიმართება.

კავკასიის უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2017 წელს დააფუძნა სამეცნიერო პრემია „თამარი“, რომელიც უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერებს კონკურსის წესით სამეცნიერო აქტივობების საფუძველზე ორ წელიწადში ერთხელ ენიჭება.

„სამეცნიერო პრემიას სახელწოდება კავკასიაში პროგრესული და ჰუმანური პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის - თამარის პატივსაცემად ეწოდა. აღნიშნული ინიციატივა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით განხორციელდა.

თამარ მეფის სახელობის სამეცნიერო პრემია სტიმულის მიმცემია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერთათვის. აღნიშნული პრემია ხელს უწყობს ახალგაზრდა მეცნიერებს კვლევებისა და სხვა სამეცნიერო აქტივობების განსახორციელებლად.

ამა წლის 3 მაისს სამეცნიერო პრემია „თამარი“ კონკურსის წესით გაიცემა:

I პრემია;

II პრემია;

III პრემია;

გარდა აღნიშნული პრემიებისა, გაიცემა პრემია - ახალგაზრდა მეცნიერისთვის.

მიმდინარე წელს ასევე გაიცემა პრემია - სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. სამეცნიერო ღონისძიებას ესწრებიან სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები“, - აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა