პარლამენტს განსახილველად „ნაციონალური მოძრაობის“ რეზოლუციის პროექტი - „უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, გენოციდისა და ომის დანაშაულების შესახებ” წარედგინა

პარლამენტს განსახილველად ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი - „უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, გენოციდისა და ომის დანაშაულების შესახებ” წარედგინა.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და მათი მოკავშირეების მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე, მათ შორის ბუჩაში, ირპენში, მარიუპოლსა და სხვაგან ჩადენილ ომის დანაშაულებს, გენოციდის აქტებს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევას, ძალადობის აქტებსა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ სხვა დანაშაულებს.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები უკრაინელების ეროვნული ნიშნით წმენდის ნათელი დადასტურებაა. პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტი პატივს სცემს უკრაინელი ხალხის გამბედაობასა და გმირობას.

წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს გენოციდს.

რეზოლუციის პროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა