დგომა-გაჩერების წესების დარღვევაზე ჯარიმების გამკაცრების ინიციატივა პარლამენტის ბიუროს წარედგინა

დგომა-გაჩერების წესების დარღვევაზე ჯარიმების გამკაცრების ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” წარუდგინა.

მმართველი გუნდის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ამკრძალავი ნიშნის - “გაჩერება აკრძალულია“ ან “დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, ასევე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში - 50 ლარის ოდენობით.

სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის (M1 კატეგორია) გარდა, სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

პროექტის თანახმად, ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა, სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომელზედაც ტაქსით გადაყვანის ნებართვა გაცემული არ არის და რომლის ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დაშვებული არ არის, გამოიწვევს დაჯარიმებას - 100 ლარის ოდენობით. სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ამავე ცვლილებებით, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის პარკირების საფასურის გადახდის გარეშე სატრანსპორტო საშუალების დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას - 50 ლარის ოდენობით, ხოლო ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირება დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას - 100 ლარის ოდენობით.

ცვლილებები ასევე ეხება არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განსაზღვრულ პარკირების ადგილზე - ეს ქმედებაც 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

პროექტით, თბილისის საზღვრებში პარკირების ადგილზე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების სახეობის გარდა, სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების პარკირების სხვა წესის დარღვევა – 50 ლარიან ჯარიმას.

საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, ტაქსის (M1 კატეგორია) მძღოლებს მიეცემათ შესაძლებლობა, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ ადგილას მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომის ან ავტომობილიდან გადმოსხდომის მიზნით იმოძრაონ ან გაჩერდნენ.

პროექტის ერთ-ერთი სიახლე არის ის, რომ ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას დაექვემდებარება.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა