გენადი არველაძე - საქართველომ და ჩეხეთმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებით  ისარგებლონ

საქართველოსა და ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიის მე-6-ე სხდომა ოქმის ხელმოწერით დასრულდა, რომლითაც ორი ქვეყნის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

მისი თქმით, საქართველოსა და ჩეხეთს განსაკუთრებულად მჭიდრო და ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ.

„ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ კიდევ უფრო გავააქტიუროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს უზარმაზარი პოტენციალი ამ მიმართულებით. 2021 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 31%-ით, ხოლო ექსპორტი 3%-ით. ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არის გამოუყენებელი და შეუსწავლელი პოტენციალი, მჯერა, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავზარდოთ ექსპორტის მოცულობა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძის თქმით, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის კერძო სექტორმა მაქსიმალურად ისარგებლოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამოქმედებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული შეღავათებით.

„მინდა მივესალმო თბილისში CzechTrade-ის ოფისის გახსნას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობისა და განვითარების მიმართულებით“,- განაცახდა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიაზე განხილული იქნა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები ვაჭრობის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა პრიორიტეტულ დარგებში. აღინიშნა, რომ 2021 წლის მონაცემებით, ჩეხეთი შედის საქართველოს ინვესტორი ქვეყნების სამეულში, მის მიერ საქართველოს ენერგეტიკაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 82 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

კომისიის ფარგლებში, თბილისში ასევე გაიმართება საქართველო - ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო