ანონსი  3 მაისი

3 მაისს, 09:30 საათზე, 200-მდე ბიზნესკომპანიის მონაწილეობით, სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი და ორმხრივი ბიზნესშეხვედრები გაიმართება.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.#29

საკონტაქტო: ლელა - 599 85 52 51

3 მაისს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის და კულტურის კომიტეტის წევრის, ხათუნა კვიციანის ჩეხეთის პარლამენტის სენატის განათლების, მეცნიერების, კულტურის, ადამიანის უფლებების და პეტიციების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირჟი დრაჰოშთან ერთობლივი შეხვედრა გაიმართება.

მის: შოთა რუსთაველის გამზირი N29, სასტუმრო „ბილტმორი"

3 მაისს, 11.30 საათზე, სასტუმრო „ჰილტონ გარდენში“ ევროკავშირი კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021“ გამარჯვებულების ვინაობას გამოაცხადებს.

3 მაისს, 11:30 საათზე, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ერწოს ქუჩა. N11.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

3 მაისს, 12:00 საათზე ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ ინიციატიცით მინიმალურ ხელფასსა და ანაზღაურებად სტაჟირებასთან დაკავშირებით ახალგაზრდებთან არაფორმალური შეხვედრა გაიმართება.

მის: ჭავჭავაძის 37, საერთო სამუშაო სივრცე ტერმინალი, მე-5 სართული

საკონტაქტო: 598 43 30 23

3 მაისს, 12:00 საათზე, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის, 3 მაისის აღსანიშნავად, ISFED-ი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, კონფერენციას გამართავს. კონფერენციას ნინო დოლიძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი გახსნიან.

თემა: ,,ქართული მედიაგარემო: არსებული გამოწვევები და ახალი გზების ძიება“.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 64ბ, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი“.

საკონტაქტო: მარიამ მაღულარია - 595 51 94 51

3 მაისს, 12:00 საათზე, ამერიკის საელჩოსთან ექიმები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ და საელჩოს აშშ-ის პრეზიდენტისა და და კელი დეგნანის სახელზე ორ წერილს გადასცემენ.

თემა: საქართველოს მესამე პრეზიდენტი უცხოურ კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანონ. ექიმები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრას მოითხოვენ.

საკონტაქტო: 599 02 43 23

3 მაისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარის, გიორგი ბახტურიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "4 წელი „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებების შესვლიდან - როგორ მუშაობს რეგულაცია, რა სახის დარღვევები ფიქსირდება ყველაზე ხშირად. იცავენ, თუ არა მოწევის წესს დახურულ სივრცეებში, ტაქსებში - რა შედეგებს აჩვენებს მონიტორინგი.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

3 მაისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, თემაზე: „პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების გამოვლენა და მათი შემსუბუქება – 2022 წლის სექტემბერში, სკოლაში დაბრუნების შემდეგ, გადასადგმელი ნაბიჯები“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და განათლების სფეროს ექსპერტები დაესწრებიან.

მის: თავისუფლების მოედანი #4

საკონტაქტო: ეკა კაპანაძე - 595504244

3 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სამეცნიერო პრემია „თამარის“ რიგით მესამე დაჯილდოება გაიმართება.

მის: ლადო გუდიაშვილის ქ.N7

საკონტაქტო: 599 56 34 55

3 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო