მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთი ნაცისტური იდეოლოგიის მემკვიდრეა - ისტორიის გადაწერის მცდელობით მოსკოვი ეძებს არგუმენტებს უკრაინელების მასობრივი მკვლელობების გასამართლებლად

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ებრაელების მიმართ ბრალდებები მეორე მსოფლიო ომსა და ჰოლოკოსტში არის იმის მტკიცებულება, რომ რუსეთი ნაცისტური იდეოლოგიის მემკვიდრეა.

„ებრაელების მიმართ ბრალდებები მეორე მსოფლიო ომსა და ჰოლოკოსტში არის იმის მტკიცებულება, რომ რუსეთი ნაცისტური იდეოლოგიის მემკვიდრეა. ისტორიის გადაწერის მცდელობით მოსკოვი უბრალოდ ეძებს არგუმენტებს უკრაინელების მასობრივი მკვლელობების გასამართლებლად.

დასკვნები:

1.რუსეთი არასწორად აფასებს სამყაროს და საკუთარ ადგილს მასში.

2.რუსეთი ებრაელებს ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს, მსოფლიო ისტორიას ნაციზმის და იდეოლოგიური მკვლელობის უფლების სასარგებლოდ უყურებს.

3.რუსეთი აფართოებს სამხედრო არსენალს ტერორიზმისა და გენოციდის ტექნოლოგიების უგულებელყოფის გარეშე“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, იტალიურ ტელეარხ Rete 4-თან ინტერვიუს დროს, სერგეი ლავროვს ჰკითხეს, როგორ შეუძლია რუსეთს თქვას, რომ უკრაინის „დენაციფიკაცია“ უნდა განახორციელოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია, ლავროვმა კი უპასუხა, რომ „ჰიტლერსაც ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, ასე რომ ეს არაფერს ნიშნავს“. ისრაელმა ლავროვის კომენტარი დაგმო და რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!