ევროკავშირი კონკურსის ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021" გამარჯვებულების ვინაობას გამოაცხადებს

ხვალ, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, სასტუმრო Hilton Garden Inn-ში კონკურსის ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021" მეათე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

ღონისძიება 11:30 საათზე დაიწყება.

„ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ექვს საპრიზო კატეგორიაში 2021 წლის გამარჯვებულ ჟურნალისტებს გამოავლენს. კატეგორიები მოიცავს ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მარეკ შჩიგელი კიდევ ერთ საპრიზო კატეგორიაში -კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებულ ჟურნალისტიკაში გადასცემს პრიზს, რომელიც ნდობის აღდგენასა და მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ჟურნალისტებისთვის ევროკავშირის 2022 წლის პრიზის მოსაპოვებლად კონკურსს გამოაცხადებს.

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" - 2021 წლის კონკურსის ფინალისტები არიან:

საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში: თამარ ბაბუაძე (ინდიგო); ნინო ლომაძე (ინდიგო); მარადია ცაავა (Chai Khana Media)

საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში: ანასტასია სლოვინსკაია (რადიო თავისუფლება); ანა მასხარაშვილი (საქართველოს პირველი არხი); გვანცა ნადიბაიძე (ინდიგო)

საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში: ზურაბ მოდებაძე (თავისუფლების მონიტორი);ცქრიალა შერმადინი (თავისუფლების მონიტორი); ნინო რამიშვილი(თავისუფლების მონიტორი)

საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში: ხატია ღოღობერიძე (on.ge); თეა თოფურია (რადიო თავისუფლება); ქამრან მამედლი (რადიო თავისუფლება)

საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში: გამარჯვებული: თინათინ ნაჭყებია (ინდიგო); ნატა ტაბიძე (საქართველოს პირველი არხი); ქეთევან თუთბერიძე (საქართველოს პირველი არხი)

საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს: გიორგი შენგელია (ინდიგო); საბა გორგოძე (Chai Khana Media); სოფიო მდივნიშვილი (Chai Khana Media)

  • კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალური პრიზი): ზვიად მჭედლიშვილი (newscaucasus.com); ოქტიაბრინა წიქორიძე ქალთა სათემო რადიო (WW); სულიკო წიწიკაშვილი, (www.Qartli.ge); მარიამ ჯაჭვაძე (Chai Khana Media)

პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 6 000 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი გაივლის ერთთვიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში" ლონდონში.

155-მა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა, საკუთარი ნამუშევრებით, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა, გაშუქდა ეთერში ან განთავსდა ინტერნეტში 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, მონაწილეობა მიიღო კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021"”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა