ბექა დავითულიანი სააკაშვილზე - ეს სცენარი უკვე ვნახეთ - ბოლო დროს სიტუაცია მიწყნარდა, მან ვერ მოითმინა და ცდილობს ახლიდან იქცეს დღის წესრიგის ნაწილად, ასეთი ხასიათი აქვს

ეს სცენარი ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, მაშინაც ამბობდნენ, აი, დღეები და საათებია დათვლილიო, ღმერთმა ჯანმრთელი ამყოფოს, არავის არ უნდა ციხეში მყოფი ადამიანისთვის ცუდი და ჯანმრთელობის დაზიანება, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, როცა სწორი იქნება პატიმრის მკურნალობა, უმკურნალებენ.

დავითულიანის თქმითვე, დღეს „რისკები არ დგას და ამიტომ არის იქ, სადაც არის და იხდის სასჯელს“.

ის ასევე გამოეხმაურა ნუგზარ წიკლაურის განცხადებას, რომ სწორედ, აქციების შედეგად მოხდა მიხეილ სააკაშვილის პენიტენციური დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა.

„პირველ რიგში, აქცია არ არის საფუძველი იმის, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო. ყველა პატიმრის უფლება უნდა იყოს და არის ამ ქვეყანაში დაცული, მათ შორის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის. თუ მის ჯანმრთელობას რეალური პრობლემა შეექმნება, პენიტენციური სისტემა პასუხისმგებელია როგორც სხვა პატიმრების, ისე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შესაბამისად, გადაწყვეტილებას მიიღებს რისკებიდან გამომდინარე, თუ ეს რისკი არსებობს.

ეს მოიტანა მხოლოდ და მხოლოდ იმან, რომ შიმშილობის შედეგად და ექიმებზე და სამედიცინო მომსახურებაზე უარის მიღების შედეგად რისკები გაიზარდა, რომ პატიმარ სააკაშვილს რამე საფრთხე შექმნოდა და გადაიყვანეს ჰოსპიტალში. თუ დაიზიანებს ხელმეორედ თავის ჯანმრთელობას და კიდევ იტყვის უარს, მერე მიიღებს პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალიც იმ გადაწყვეტილებას, რასაც სწორად და ოპტიმალურად მიიჩნევს პატიმრის ჯანმრთელობისთვის. როგორც ჩანს, დღეს ეს რისკები არ დგას და ამიტომ არის იქ, სადაც არის და იხდის სასჯელს. მე შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რომ პენიტენციური სამსახური პასუხს აგებს ყველა პატიმარზე. არაფერს ვამბობ პოლიტიკურ შეფასებებზე და მეორეა, როცა პატიმარი ცდილობს თავი ჩაიგდოს ამ მდგომარეობაში, ჯანმრთელობა დაიზიანოს და ა.შ. ეს სცენარი ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, მაშინაც ამბობდნენ, აი, დღეები და საათებია დათვლილიო, ღმერთმა ჯანმრთელი ამყოფოს, არავის არ უნდა ციხეში მყოფი ადამიანისთვის ცუდი და ჯანმრთელობის დაზიანება. როცა იქნება სწორი პატიმრის მკურნალობა, უმკურნალებენ, როცა სამკურნალო არ არის, არ უმკურნალებენ, ამაზე პასუხს პენიტენციური სისტემა აგებს“,- განაცხადა მან.

დავითულიანმა ასევე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებაზეც, რომელმაც არ გამორიცხა, რომ სააკაშვილი საზღვარგარეთ მკურნალობის შემთხვევაში ქართულ პოლიტიკაში არ ჩაერიოს. დავითულიანის თქმით, ეს „მას არ ეკითხება", რადგან ქვეყანა „სასულთნო“ არ არის.

„არავინ ეკითხება, არც პენიტენციურ სისტემას, არც მე და არც სხვა პოლიტიკოსს, პატიმრობაში მყოფი რომელიღაც ადამიანი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, თუ ქვეყნის შიგნით, პოლიტიკაში ჩაერევა თუ არა, სასულთნოა, თუ როგორ წარმოუდგენიათ? პოლიტიკაში აღარ ჩაერევა - ჩაერიოს, მე ვინ მეკითხება, სულთნები ვართ ამ ქვეყნის, თუ რა დათქმაა, რა პირობაა, მე ვინ მეკითხება? რომ ერევა, რა? რა ჩემი საქმეა, ჩაერევა თუ არა, მისჯილი აქვს, მოიხადოს, ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს, რამე გაუჭირდება ჯანმრთელობის მხრივ? მიხედავენ. როგორ მიხედავენ? სამედიცინო პერსონალი გადაწყვეტს. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის რადიკალური ფრთა ცდილობს პარტიული მიზნებისთვის ხშირად, თუნდაც, სახელმწიფო ინტერესები დაააზიანოს, ამას რომ აკეთებს, იმას არ ნიშნავს, რომ მე, ან ვინმე სხვას უფლება გვაქვს, რომ მათგან პირობა ავიღოთ, რომ ამას აღარ გააკეთებს.

ბოლო დროს, ოდნავ მიმშვიდდა, მიწყნარდა ეს სიტუაცია, მან ეს ვერ მოითმინა და ახლა ცდილობს ახლიდან იქცეს დღის წესრიგის ნაწილად. პირველი, იმის გამო, რომ თვითონ ეტყობა ასეთი ხასიათი აქვს და მეორე, იმის გამო, რომ რაღაც ეჭვიანობები აქვს თავისივე თანაგუნდელებზე, თუმცა, არც ეს არის ჩემი საქმე“, - განაცხადა დავითულიანმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს