ევროკავშირი კონკურსის "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021“ გამარჯვებულების ვინაობას გამოაცხადებს

დღეს, 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, ევროკავშირი კონკურსის ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021“ გამარჯვებულების ვინაობას გამოაცხადებს.

კონკურსის მეათე დაჯილდოვების ცერემონიალი სასტუმრო Hilton Garden Inn -ში გაიმართება.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ექვს საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულ ჟურნალისტებს გამოავლენს. კატეგორიები მოიცავს ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მარეკ შჩიგელი კიდევ ერთ საპრიზო კატეგორიაში -კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებულ ჟურნალისტიკაში გადასცემს პრიზს, რომელიც ნდობის აღდგენასა და მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ჟურნალისტებისთვის ევროკავშირის 2022 წლის პრიზის მოსაპოვებლად კონკურსს გამოაცხადებს.

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2021 წლის კონკურსის ფინალისტები არიან:

  • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:

თამარ ბაბუაძე (ინდიგო)

ნინო ლომაძე (ინდიგო)

მარადია ცაავა (Chai Khana Media)

  • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში:

ანასტასია სლოვინსკაია (რადიო თავისუფლება)

ანა მასხარაშვილი (საქართველოს პირველი არხი)

გვანცა ნადიბაიძე ( ინდიგო)

  • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში:

ზურაბ მოდებაძე (თავისუფლების მონიტორი)

ცქრიალა შერმადინი (თავისუფლების მონიტორი)

ნინო რამიშვილი(თავისუფლების მონიტორი)

  • საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:

ხატია ღოღობერიძე (on.ge)

თეა თოფურია (რადიო თავისუფლება)

ქამრან მამედლი (რადიო თავისუფლება)

  • საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში:

გამარჯვებული: თინათინ ნაჭყებია (ინდიგო)

ნატა ტაბიძე (საქართველოს პირველი არხი)

ქეთევან თუთბერიძე (საქართველოს პირველი არხი)

  • საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს:

გიორგი შენგელია (ინდიგო)

საბა გორგოძე (Chai Khana Media)

სოფიო მდივნიშვილი (Chai Khana Media)

  • კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალური პრიზი):

ზვიად მჭედლიშვილი (newscaucasus.com)

ოქტიაბრინა წიქორიძე ქალთა სათემო რადიო (WW)

სულიკო წიწიკაშვილი, (www.Qartli.ge)

მარიამ ჯაჭვაძე (Chai Khana Media)

პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 6 000 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი გაივლის ერთთვიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ლონდონში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო