1-ლი მაისიდან მეცხვარე ფერმერები სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტების მომსახურებით სარგებლობენ

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცხვრის სეზონურ საძოვრებზე გადაადგილების დაწყების პარალელურად, კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში არსებულ ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე მუშაობა განახლდა.

მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ, პირუტყვის დამუშავებას უზრუნველყოფენ, რაც ცხოველების დაავადებების პრევენციასა და შემცირებას უწყობს ხელს.

„კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში (დედოფლისწყარო, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, დუშეთი/ქუბრიაანთკარი), ცხოველთა გადასარეკი ტრასების საკვანძო ადგილებში, დღეისათვის, უახლესი სტანდარტების 7 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი ფუნქციონირებს. პუნქტებზე განთავსებულია პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზები, სადეზინსექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი. ცხოველთა დამუშავებისას მაღალი სტანდარტების ინსექტოაკარიციდული პრეპარატები გამოიყენება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მეცხვარე ფერმერებს უსასყიდლოდ ემსახურებიან.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო