ირაკლი ლექვინაძე - დაზღვევის კულტურის ამაღლება და ფინანსური განათლების გაძლიერება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია

დაზღვევის კულტურის ამაღლება და ფინანსური განათლების გაძლიერება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ დაზღვევის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, ქეისების განხილვის კუთხით, დაზღვევის სექტორს წამყვანი ადგილი უჭირავს.

„დაზღვევის კულტურის ამაღლება და ფინანსური განათლების გაძლიერება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. დაზღვევის დღის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები ხელშემწყობია სექტორის განვითარებისთვის. ვულოცავ ამ ინდუსტრიაში ჩართულ ყველა ადამიანს, კომპანიას დღევანდელ დღეს და ვუსურვებ წარმატებას. კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, ქეისების განხილვის კუთხით, დაზღვევის სექტორს წამყვანი ადგილი უჭირავს. აქტიურობა და კონკურენცია საკმაოდ მაღალია. მადლობა მინდა გადავუხადო სადაზღვევო ინდუსტრიას და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ღონისძიებაზე CIU ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი აბაშიშვილმა სტუმრებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური მიერ ფინანსური განათლების სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები გააცნო, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ ქვეყნის მოსახლეობის ცოდნის ამაღლებას, განათლების მიღების შესაძლებლობების გაფართოებასა და დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციის, თანამშრომლობის გაღრმავებას.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი; საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი; საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე და სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი.

ცნობისთვის, დაზღვევის დღე ჩატარდა სლოგანით - „მეტი დაცვა და ნაკლები რისკი“, რომელიც წელს საქართველოში პირველად აღინიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაზღვევო სექტორის და ეკონომიკური სფეროს ექსპერტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი