ჯოზეფ ბორელის განცხადებით, SWIFT-ის სისტემას კიდევ უფრო მეტი რუსული ბანკი დატოვებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ახალი პაკეტი გაითვალისწინებს „მეტი რუსული ბანკის“ გაძევებას გლობალური SWIFT ქსელიდან, - სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„საბანკო სექტორში კიდევ უფრო მეტი რუსული ბანკი იქნება, რომლებიც SWIFT-ს დატოვებენ,“ - აღნიშნა ბორელმა.

ბორელმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მომავალ შეხვედრაზე იქნება მიღებული. აღსანიშნავია, რომ ასეთი შეხვედრები 10 და 16 მაისს არის დაგეგმილი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის