პრესის თავისუფლების 2022 წლის ინდექსის მიხედვით, ბოლო ერთ წელში საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ქვეყანამ  მე-60 ადგილიდან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრის გარეშე“ პრესის თავისუფლების 2022 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლება კვლავ პრობლემურად არის შეფასებული. მას ორგანიზაციის მიერ 59,30 ქულა აქვს მინიჭებული და ის 180 ქვეყანას შორის პრესის თავისუფლების ინდექსით 89-ე ადგილზეა.

„რეპორტიორები საზღვრის გარეშე“ მდგომარეობას 5 მაჩვენებლის მიხედვით აფასებს. საქართველოს შემთხვევაში ქულები შემდეგნაირად ნაწილდება:

პოლიტიკური ინდიკატორი - 52,42 ქულა, 102-ე ადგილი

ეკონომიკური ინდიკატორი -46,43 ქულა, 74-ე ადგილი

სამართლებრივი ინდიკატორი -80,79 ქულა, 32-ე ადგილი

სოციალური ინდიკატორი -75,50 ქულა, 67-ე ადგილი

უსაფრთხოების ინდიკატორი - 41,34 ქულა, 135-ე ადგილი

აღსანიშნავია, რომ პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში გაუარესდა, რადგან გასულ წელს წარმოდგენილი ინდექსის მიხედვით, საქართველო მე-60 ადგილს იკავებდა და 71.36 ქულა ჰქონდა მინიჭებული.

ცნობისთვის, ქვეყნების თავისუფლების ინდექსი შემდეგნაირად განისაზღვრება:

85 - 100 ქულა- კარგი

70 - 85 ქულა - დამაკმაყოფილებელი

55 - 70 ქულა - პრობლემატური

40 - 55 ქულა - რთული

0 - 40 ქულა - ძალიან სერიოზული.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ