აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, აზერბაიჯანულმა მხარემ კი „ადეკვატური საპასუხო ზომები“ განახორციელა.

„ბასარკეჩარის რაიონის იუხარი შორჟას დასახლებაში სახელმწიფო საზღვარზე განლაგებული სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები პერიოდულად ცეცხლს უხსნიდნენ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის რაიონის ზეილიკის დასახლების მიმართულებით. აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ადეკვატური საპასუხო ზომები განახორციელეს,“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად აზერბაიჯანულ მხარეს დანაკარგები არ განუცდია.

„ამ დროისთვის ამ მიმართულებით ვითარება სტაბილურია, ოპერატიულ სიტუაციას აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები აკონტროლებენ,“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს