კობა გვენეტაძემ დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოში დაზღვევის დღე, 2 მაისს, ეროვნული ბანკის და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერითა და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, აღინიშნება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დაზღვევის დღის დაწესების იდეა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე მსჯელობისას გაჩნდა და მიზნად დაზღვევის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.

მათივე ცნობით, დაზღვევის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დაზღვევის შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებისა და ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ფინანსურად განათლებულ მომხმარებლებს ფინანსური საკითხებისა და პროდუქტების არსი უკეთ ესმით. აქვთ ცოდნა, უნარი და რაც მთავარია, რწმენა, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მიიღონ. იციან, თუ ვის მიმართონ დახმარების მისაღებად და ეფექტიან გადაწყვეტილებას იღებენ იმისთვის, რომ ფინანსური კეთილდღეობა გაიუმჯობესონ. ამდენად, ფინანსური განათლების დონის ამაღლება მნიშვნელოვანია არა მარტო მომხმარებლისთვის, არამედ ფინანსური სექტორისთვისაც, რომელსაც გათვითცნობიერებულ და პასუხისმგებლიან მომხმარებელთან ექნება შეხება. საბოლოო ჯამში კი, თუ ამ ყოველივეს უფრო მასშტაბურად შევხედავთ, ქვეყნისთვისაც სასიკეთო ცვლილების მომტანი იქნება, ვინაიდან თანამედროვე და ჯანსაღი ეკონომიკური გარემო სწორედ ამგვარ პროცესში ყალიბდება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, სადაზღვევო კომპანიების ასოციაციისა და 18 სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დაზღვევის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალზე www.finedu.gov.ge, ასევე, შესაბამის სოციალურ ქსელებში 2 მაისიდან დაზღვევის კვირეული დაიწყება და მომხმარებლებს დაზღვევასთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო და შემეცნებითი მასალა მიეწოდება.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე