სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები აშშ-ს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მიზნით ოფიციალური წერილით მიმართავენ

„საქართველოს კლინიკების ასოციაციების“ და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებმა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მიზნით ოფიციალური წერილით მიმართეს.

სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ამერიკის საელჩოსთან შეიკრიბნენ და ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრა მოითხოვეს.

როგორც მათ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ჩნდება რეალური საშიშროება, რომ შეუქცევადი პროცესები განვითარდეს, რომლის მართვაც საქართველოში შეუძლებელია.

„საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს მაღალკვალიფიციურ ნეიროფსიქოლოგიური მიმართულების კლინიკაში მკურნალობას და რეაბილიტაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნით, ექსპრეზიდენტის დიაგნოზს დაემატა მძიმე გართულებები, მათ შორის ანორექსია. ჩნდება რეალური საშიშროება, რომ განვითარდეს შეუქცევადი პროცესები, რომლის მართვაც საქართველოში შეუძლებელია.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები დახმარების მიზნით მოგმართავთ აშშ-ს პრეზიდენტს, გთხოვთ დაგვეხმაროთ, რათა მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი იყოს ამერიკის ან ევროპის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრში”, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა