ქვეყანაში, 2021 წლის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 10450 დასახელების მედიკამენტი, ხოლო 3213 აფთიაქის ოპერირებას  1712 ეკონომიკური აგენტი ახორციელებს

ქვეყანაში, 2021 წლის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 10450 დასახელების მედიკამენტი. 3213 აფთიაქის ოპერირებას 1712 ეკონომიკური აგენტი ახორციელებს. 10 და მეტი აფთიაქი გააჩნია 12 კომპანიას - სულ 1238 აფთიაქი. 3 ყველაზე მსხვილი კომპანია ფლობს 927 აფთიაქს, - ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც განსახილველად პარლამენტს წარედგინა.

ამავე დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს, 2016 წელთან შედარებით, იმპორტირებული მედიკამენტების თვითღირებულება ლარში გაზრდილია 41%-ით, ხოლო ამერიკულ დოლარში 7%-ით, შესაბამისად, თვითღირებულების ზრდა 34%-ით პირდაპირ კავშირშია ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებასთან ან/და შესასყიდი მედიკამენტების თვითღირებულების ზრდასთან უცხოურ ვალუტაში.

ანგარიშის მიხედვით, 2016-2020 წლებში, ბაზრის იმპორტის დონეზე კონცენტრაციის მაჩვენებელი - HHI ინდექსი, სტაბილურად ზომიერად კონცენტრირებული ნიშნულის ფარგლებშია (1289-1799), ხოლო იმპორტიორ ეკონომიკურ აგენტთა რაოდენობა 156-დან 180 ერთეულ კომპანიამდე მერყეობს.

„კონცენტრაციის არსებული მაჩვენებლის და იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობის მიუხედავად, 3 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანიის წილი ბაზრის იმპორტის დონეზე სტაბილურად მაღალია (57%-დან 68%-მდე). შესაბამის ბაზარზე, კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, მონიტორინგის ფარგლებში შეირჩა 6 სამკურნალო ჯგუფი, საერთო ჯამში, 150-მდე დასახელების მედიკამენტი. შერჩეულ 6 სამკურნალო ჯგუფში, ფიქსირდება როგორც 1 კომპანიის მიერ ბაზრის 40% და მეტი წილის ფლობა და შესაბამისად, სახეზეა დომინანტური მდგომარეობა, ასევე, კომპანიათა ჯგუფის მიერ, რიგ შემთხვევებში, კმაყოფილდება ჯგუფური დომინანტობის არსებობისთვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა საბაზრო წილების სახით და, სააგენტოს შეფასებით, სახეზეა ჯგუფური დომინანტური მდგომარეობაც.

2016-2020 წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბაზარზე არსებობს მნიშვნელოვან მოთამაშედ ფორმირების მაღალი ბარიერი, რადგან როგორც იმპორტის, ასევე ბაზრის საცალო დონეზე 3 მსხვილი კომპანიის შემადგენლობა 2016-2020 წლებში უცვლელია, რასაც გარკვეულწილად განაპირობებს ბაზრის ჰოლდინგური მოწყობისა და ვერტიკალური/ ჰორიზონტალური ინტეგრაციის მაღალი ხარისხი“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ამასთან, ფარმაცევტული ბაზრის მოქმედი საკანონმდებლო/პრაქტიკული მოწესრიგება, კერძოდ ის ფაქტი, რომ ექიმის მიერ რეცეპტის/დანიშნულების დროს ხდება სამკურნალო საშუალების სავაჭრო დასახელების მითითება, თავისთავად, წარმოადგენს ბაზარზე შესვლის მნიშვნელოვან ბარიერს.

„სააგენტოს მიერ, რეალიზებული მედიკამენტების კონკრეტული კომპანიების დონეზე ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიები მეტწილად (საერთო რეალიზაციის 50% და მეტი) ახორციელებენ იმ მედიკამენტების რეალიზაციას, რაც წარმოადგენს ამავე კომპანიის/ კომპანიების იმპორტირებულ ან/და ჰოლდინგურ ჯგუფში შემავალი კომპანიის მიერ წარმოებულ პრეპარატებს. აღნიშნული გარემოება, სააგენტოს პოზიციით, შესაძლოა წარმოადგენდეს ვერტიკალური/ ჰორიზონტალური ინტეგრაციის, ინტერესთა შეუთავსებლობის ან/და ბაზრის ჰოლდინგური სტრუქტურის შედეგს.

საცალო რეალიზაციის მონაცემებზე დაკვირვებით დგინდება, რომ თავისუფალი არჩევანის და გადაწყვეტილებების მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიღების შემთხვევაში, ურთიერთჩამანაცვლებელ მედიკამენტებს შორის კონკურენტული წნეხის არსებობის პირობებში, შერჩეული ჯგუფების და რამდენიმე კომპანიის მხოლოდ საცალო რეალიზაციის დონეზე, 2016-2020 წლებში პაციენტი/მომხმარებელი საშუალოდ 16 მილიონ ლარს დაზოგავდა Ceftriaxone, Ceftazidime; Cefdinir; Cefpodoxime; Cefotaxime; Cefixime ჯგუფის შემთხვევაში, 5 მილიონ ლარს Enalapril + Hydrochlorothiazide; Lisinopril + Hydrochlorothiazide; Ramipril + Hydrochlorothiazide; Captopril + Hydrochlorothiazide ჯგუფის შემთხვევაში“, - ნათქვამია ანგარიშში.

კონკურენციის სააგენტო ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებსაც გასცემს, სადაც აღნიშნულია, რომ რეცეპტისა და დანიშნულების დონეზე უნდა მიეთითოს მხოლოდ მედიკამენტის საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (გენერიკი) და უნდა შეიზღუდოს სავაჭრო დასახელების მითითება; სასურველია რეცეპტის/დანიშნულების დონეზე, ძირითად გენერიკთან ერთად, მიეთითოს სულ მცირე ერთი დამატებითი ჩამანაცვლებელი გენერიკი; უნდა დაინერგოს ელექტრონული რეცეპტის/დანიშნულების ერთიანი სისტემა; აუცილებელია დარგის მარეგულირებლის მიერ რეცეპტის/დანიშნულების განგრძობადი კონტროლი; შემოწმდეს მედიკამენტების ხარისხი; ამასთან, რეკომენდაციების თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გაწერილ ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტებს ჰქონდეს შესაბამისი სანქცირების მექანიზმი, რაც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ადმინისტრაციულთან ერთად შესაძლოა იყოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც. რაც შეეხება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს, მიზანშეწონილია ჯარიმის თანხა იყოს ადეკვატური, რათა მას ჰქონდეს საკმარისი შემაკავებელი/პრევენციული ეფექტი; უნდა მოხდეს „თავისუფალი ფასწარმოქმნის“ პოლიტიკის გადახედვა.

არმაზ ახვლედიანი - რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, ამას „ნაცმოძრაობის“  ხელმძღვანელები ვერ ხვდებიან? თუ ვერ ხვდებიან, მაშინ რა უნდათ პოლიტიკაში?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.02.2023
რამაზ საყვარელიძე - საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხედავ, სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს
ნათია სონღულაშვილი - ყველა ის გარანტია, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასათანადო მოპყრობის მსხვერპლს სთავაზობს, გაზრდის მსხვერპლის ნდობას სამსახურისა და თითოეული გამომძიებლის მიმართ
მსოფლიო ჩემპიონატის წინ სილქნეტი სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიას შეხვდა
კრედო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად ხელშეკრულება გაფორმდა
„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს
რეკრუტინგის პირველი ქართული აპლიკაციის - Awork Business App-ის პრეზენტაცია 2 თებერვალს, King David-ში გაიმართა
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა