ნინო დოლიძე - როცა ვსაუბრობთ უკუსვლაზე მედიაში, განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ 2020-2021 წლები, როცა ვნახეთ არაერთი დაპირისპირება მედიის წარმომადგენლების მიმართ, თუმცა ყველაზე მძიმე ცხადია იყო ის, რაც 5-6 ივლისს ვიხილეთ

ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ უკუსვლაზე მედიაში წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ 2020-2021 წლები, როდესაც ჩვენ ვნახეთ არაერთი დაპირისპირება მედიის წარმომადგენლების მიმართ, თუმცა ყველაზე მძიმე ცხადია იყო ის, რაც 5-6 ივლისს ვიხილეთ, როდესაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი იყო ნაცემი და სამწუხაროდ, სახელმწიფომ არ მოახდინა სათანადო რეაგირება. სახელმწიფომ ფაქტობრივად მიატოვა ჟურნალისტები იმ მძიმე დღეს, ვერ დაიცვა ისინი და შემდეგ ვერ გამოიძია სათანადოდ, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ISFED-ის ორგანიზებით გამართული კონფერენციის “ქართული მედიაგარემო: არსებული გამოწვევები და ახალი გზების ძიება” დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ჟურნალისტების მიმართ დაპირისპირების მაპროვოცირებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ცუდი და ირონიული განცხადებებია, რითაც ისინი მწვანე შუქს უნთებენ მსგავს ქმედებებს.

„გასული წელი იყო ძალიან მძიმე მედიის წარმომადგენლებისთვის, არა მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება, არამედ ვნახეთ ჩვენ 5 ივლისს ფიზიკური დაპირისპირება და ვერ ვნახეთ შესაბამისი გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით.

ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ უკუსვლაზე მედიაში წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ 2020-2021 წლები, როდესაც ჩვენ ვნახეთ არა ერთი დაპირისპირება მედიის წარმომადგენლების მიმართ, თუმცა ყველაზე მძიმე ცხადია იყო ის, რაც 5-6 ივლისს ვიხილეთ, როდესაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი იყო ნაცემი და სამწუხაროდ, სახელმწიფომ არ მოახდინა სათანადო რეაგირება, სახელმწიფომ ფაქტობრივად მიატოვა ჟურნალისტები იმ მძიმე დღეს, ვერ დაიცვა ისინი და შემდეგ ვერ გამოიძია სათანადოდ ამ დღეს მომხდარი ფაქტები. როდესაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელია ნაცემი და გაცილებით ნაკლებ ადამიანთან მოხდა მართლმსაჯულება, რა თქმა უნდა, ამას ვხედავთ როგორც ძალიან დიდ პრობლემას იმიტომ, რომ ფაქტობრივად ორგანიზატორები დღესაც თავისუფლად დადიან. ეს არის, რა თქმა უნდა, უმძიმესი ფაქტი ჩვენს ისტორიაში, რომელსაც არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება. ვფიქრობთ, რომ ამის მაპროვოცირებელი მათ შორის არის და იყო ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები კრიტიკული მედიის ჟურნალისტებთან და წარმომადგენლებთან დაკავშირებით ძალიან ცუდ, ირონიულ განცხადებებს აკეთებენ და ფაქტობრივად მწვანე შუქს უნთებენ მსგავს ქმედებებს და მსგავსი დაჯგუფებების მხრიდან ასეთ დამოკიდებულებებს ჟურნალისტების მიმართ", - განაცხადა ნინო დოლიძემ.

მან ღონისძიების გახსნაზე აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიის სწრაფი უკუსვლის ფონზე, სადაც თავისუფალი ინსტიტუტები დარტყმის ქვეშ არიან, მედია მის შესაკავებლად უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ მის წინაშე დღეს სერიოზული გამოწვევები დგას.

ამასთან, კონფერენციაზე საქართველოში არსებული მედიაგარემოსა და პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზების შესახებ ანალიტიკური კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც განხილულია ძირითადი გამოწვევები: ჟურნალისტთა უსაფრთხოება, პოლარიზაცია, ეთიკის საკითხები, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ა.შ.; ასევე, თვითრეგულირების საკითხები კრემლის პოლიტიკის ღიად მხარდამჭერი მედიასაშუალებების კონტექსტში.

შეხვედრაზე იმსჯელეს მაუწყებლების მიერ კორეგულირების ერთობლივი ორგანოს შექმნის ინიციატივის შესახებ. კორეგულირების მექანიზმის შემოღება გულისხმობს სააპელაციო საბჭოს შექმნას, რომელშიც გასაჩივრდება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დარღვევის შესახებ თვითრეგულირების პირველ ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილებები. აღნიშნული მექანიზმი ითვალისწინებს მარეგულირებელი ორგანოს, მაუწყებლების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.

კონფერენციის მეორე ნაწილი მედიის, როგორც პროპაგანდის საშუალების განხილვას დაეთმო, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის კონტექსტში. დისკუსიის თემა იყო რუსული სახელმწიფო მედიის მიმართ მიდგომის ცვლილება ევროკავშირში და საქართველოს მზაობა გამოწვევებისთვის, რომლებსაც კრემლის ღიად მხარდამჭერი მედიასაშუალებები ქმნიან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს