ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის მოცულობამ 1.98 მილიარდი ლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის მოცულობამ 1.98 მილიარდი ლარი შეადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში ჯამურად გამომუშავებულმა წმინდა სარგებელმა 161 მილიონი ლარი შეადგინა.

„საქართველოს ეროვნული ბანკი საპენსიო სააგენტოს ზედამხედველობას მიმდინარე წელსაც ახორციელებდა. 2021 წელს აქტივების განთავსების სტრატეგიის (SAA) პირველადი პროცესი დასრულდა, რის მიხედვითაც ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელისთვის ბენჩმარკ პორტფელი განისაზღვრა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი განახლდა. ბენჩმარკ პორტფელი საინვესტიციო საბჭოს აქტივების განაწილების გრძელვადიან სტრატეგიას წარმოადგენს, რისკის აპეტიტის, საინვესტიციო მიზნებისა და საინვესტიციო ჰორიზონტის გათვალისწინებით. 2021 წელს საპენსიო სააგენტომ სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესი დაასრულა. სპეციალიზებული დეპოზიტარი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საპენსიო სქემის გამართულად ფუნქციონირებაში. მისი საქმიანობა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება და იგი ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიულ პირია. აღსანიშნავია, რომ სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნით საპენსიო სააგენტოს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების განხორციელების დაწყების საშუალება მიეცა.

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის მოცულობამ 1.98 მილიარდი ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხა სრულად ლარში იყო დენომინირებული. საპენსიო აქტივების 67.3 პროცენტი სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში იყო განთავსებული, ხოლო 32.7 პროცენტი სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე. 2021 წლის განმავლობაში ჯამურად გამომუშავებულმა წმინდა სარგებელმა 161 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 9.5 პროცენტი წლიური ამონაგების ტოლფასია”, - ნათქვამია დოკუმენტში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა