გიორგი ბახტურიძე - საქართველოში ბოლო 4 წელში თამბაქოს მოხმარება 4%-ით შემცირდა

2018 წლის 1-ელი მაისიდან თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით ძალაში შევიდა ახალი რეგულაციები - მონაცემები უკვე ნელ-ნელა იცვლება და პოზიტივისკენ გადავდივართ - რამდენიმე ასეული სიცოცხლე უკვე გადარჩა, - ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ბახტურიძემ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თამბაქოს მოხმარებას საკმაოდ მძიმე ტვირთი ახლავს.

„საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი არის თამბაქოს მოხმარების მსხვერპლი - როგორც პასიური, ისე აქტიური მოხმარების. 11 000-მდე არის იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების გამო ყოველწლიურად იღუპება - აქედან 3 000-მდე არის პასიური მწეველი. ეს მონაცემები უკვე ნელ-ნელა იცვლება და პოზიტივისკენ გადავდივართ - რამდენიმე ასეული სიცოცხლე ამ ხნის განმავლობაში უკვე გადარჩა. კვლევების მონაცემების საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 4 წლის განმავლობაში მთლიან პოპულაციაში 4%-ით შემცირდა თამბაქოს მოხმარება. თავად მწეველებში შემცირდა 10%-ით, რაც საკმაოდ დიდი ციფრია - დაახლოებით 100 000 კაცმა მოწევას თავი დაანება. ამასთან, მოწეული თამბაქოს რაოდენობა 15%-ით შემცირდა. 2040 წლისთვის ჩვენი ამოცანაა, რომ მთლიანი მოხმარება, რომელიც დღეს არის 27% მთელ მოსახლეობაში, შემცირდეს და 5%-ზე ნაკლები გახდეს“, - განაცხადა ბახტურიძემ.

კვლევაზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ მის ორგანიზაციას საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 40-მდე მონიტორი ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციებს სისტემურად ამოწმებენ. ბახტურიძის თქმით, ყოველწლიურად საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 8 000 ობიექტი მოწმდება.

„თამბაქოს ინდუსტრია ყველანაირ ძალისხმევას მიმართავს, მათ შორის ფასების სერიოზული ნამატით, ამავდროულად ლობირების სხვადასხვა მეთოდით. ერთ-ერთი უკანონო ქმედება, რომელსაც მასიური ხასიათი აქვს გახლავთ ექიმების ტრენინგები და კონკრეტული პირების დასპონსორება“, - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი