რუსეთის საგარეო უწყება - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები დიდწილად ხსნის ისრაელის ამჟამინდელი ხელისუფლების კურსს, რომელიც მიმართულია კიევის ნეონაცისტური რეჟიმის მხარდასაჭერად

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

„ყურადღება მივაქციეთ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის იაირ ლაპიდის ანტიისტორიულ განცხადებებს. ეს განცხადებები დიდწილად ხსნის ისრაელის ამჟამინდელი ხელისუფლების კურსს, რომელიც მიმართულია კიევის ნეონაცისტური რეჟიმის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაირ ლაპიდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა რომ „ჰიტლერი ებრაული წარმოშობის იყო“.

ლაპიდმა აღნიშნა, რომ ჰიტლერი არ იყო ებრაული წარმოშობის და ებრაელებს არ დაუხოცავთ საკუთარი თავები ჰოლოკოსტის დროს და რომ ებრაელთა წინააღმდეგ რასიზმის უმდაბლესი ფორმა არის თავად ებრაელების დადანაშაულება ანტისემიტიზმში.

„ეს არის უპატიებელი და სკანდალური კომენტარი, საშინელი ისტორიული შეცდომა და ჩვენ ველით ბოდიშს“, - აღნიშნა იაირ ლაპიდმა. მისი თქმით, რუსეთმა ამ განცხადებით ზღვარი გადაკვეთა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო