რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, საავადმყოფოს მენეჯმენტი მთლიანად იცვლება

რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტი მთლიანად იცვლება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა, მან თანამდებობა დღეიდან, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ამასთან, ლევან გოფოძის ინფორმაციითვე, საავადმყოფოში თანამდებობებს აღარ იკავებენ დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე და კლინიკის კლინიკური დირექტორი ნოდარ ჩიმაკაძე.

„თანამდებობა დღეიდან, პირადი განცხადებით დავტოვე. ბევრი პრობლემა იყო ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ასე ვარჩიე, რომ იყოს უფრო ახალგაზრდობა ამ საქმეში. ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი ვინ შემცვლის. ჯავარა უგრეხელიძეც იცვლის პოზიციას. იცვლება მთლიანად მენეჯმენტი, ასე გადაწყვიტა საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა. მოგეხსენებათ, ჰოლდინგს ახალი მენეჯმენტი ჰყავს, ისინი თავისებურად ხედავენ განვითარებას და რაღაც ცვლილებები ხდება. თუმცა ჩემს შემთხვევაში, ცვლილება უკავშირდება უბრალოდ ჩემს ჯანმრთელობას. გულის და დიაბეტის პრობლემები მაქვს. ვრჩები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ვიმუშავებ როგორც ქირურგი, მეყოლება სტუდენტები. ჯერჯერობით არაა ცნობილი, ვინ დაიკავებს თანამდებობებს“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა