სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ პირუტყვის დამუშავება მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე- ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქის და ასპინძის მუნიციპალიტეტების სოფლებში (აწყური, ჭვინთა, გომარო, ნაქურდევი, გოგაშენი, ფია, ორგორა) დღეისათვის 3 290 პირუტყვი დაამუშავეს და ღონისძიებები ახლაც გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სეს-ის ცნობით, ტკიპა ბიოლოგიური ციკლიდან გამომდინარე წლის თბილ და ცხელ პერიოდში აქტიურდება და მოსახლეობას მოუწოდებს, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები, ინსტრუქციის წესების გათვალისწინებით, ინსექტოაკაროციდული პრეპარატით დაამუშაონ, ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ, პროფილაქტიკის მიზნით, მინდორში მუშაობისას დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ატარონ, ხოლო დაავადების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ექიმს დაუყონებლივ მიმართონ.

„ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება - ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომლის მატარებელიც არის პირუტყვიც. იგი ბუნებრივ კეროვან ინფექციას წარმოადგენს. ვირუსის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველი და ადამიანი მისი კბენის შედეგად ინფიცირდება. ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს.

დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არიან როგორც ცხოველებთან კონტაქტში მყოფი (მწყემსები, ფერმერები) ადამიანები, ასევე ის პირები, რომლებიც მინდორში საქმიანობენ (ტკიპა ბალახსა და თივაში ბინადრობს).

სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციებს ყოველწლიურად ავრცელებს. ასევე დაავადების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე: https://test.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=a3c22daf-9e3f-4f3d-bef8-38c65d3694ae ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი