კონკურსის „გარემოსდაცვითი განათლება ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში’’ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებული ესსეების კონკურსის ,,გარემოსდაცვითი განათლება ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში” დასკვნით ღონისძიებაზე გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. კონკურსის ფარგლებში სამი საუკეთესო ესსეს ავტორი გამოვლინდა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ცნობით, პირველი ადგილი ახალციხის რაიონის სოფელ ანის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მზია კაპანაძემ დაიკავა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გამარჯვებულებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვის მიმართულებით მთელ რიგ ცვლილებებზე, მათ შორის, კანონპროექტების შემუშავებაზე, ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე; თუმცა, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის, რომ ჩვენი ძალისხმევა არ იქნება შედეგიანი, თუ ამ ყველაფერს განათლებით არ გავამყარებთ. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით გამართული კონკურსები კი, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და მათ დაინტერესებას”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

კონკურსში ,,გარემოსდაცვითი განათლება ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში’’ მონაწილეობის მიღება შეეძლოთ IX, X, XI, XII კლასის ყველა იმ მოსწავლეს, რომლებიც დაინტერესებული არიან გარემოსდაცვითი საკითხებით და იაზრებენ გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობას. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოეყოლათ საკუთარი უნიკალური ისტორია და გაეზიარებინათ ხედვები გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობის შესახებ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა