რობერტა მეცოლა - ჟურნალისტებს არასდროს არ უნდა უწევდეთ არჩევანის გაკეთება სიმართლის გამჟღავნებასა და სიცოცხლეს შორის

ჟურნალისტებს არასდროს არ უნდა უწევდეთ არჩევანის გაკეთება სიმართლის გამჟღავნებასა და სიცოცხლეს შორის. ისინი არასდროს უნდა იყვნენ იძულებულები დახარჯონ წლები და დანაზოგი დამღლელ სარჩელებთან გამკლავებაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ პრესის თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ განცხადებაში აღნიშნა.

მეცოლას თქმით, ძლიერ დემოკრატიას სჭირდება ძლიერი პრესა და არ შეიძლება იყოს დემოკრატია პრესის დამოუკიდებლობის გარეშე.

„დღეს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ჩვენ ვიწყებთ დაფნე კარუანა გალიცია ჟურნალისტიკის პრიზის მეორე გამოცემას. პრიზი უკავშირდება ჟურნალისტის სახელს, რომელიც სიმართლის თქმისთვის მოკლეს. მისი ხსოვნის პატივსაცემად, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ვინც, იცავს ევროპის ძირითად ღირებულებებს და ეძებს გზებს სიმართლის დასამკვიდრებლად ჟურნალისტიკაში. ამაყი ვარ, რომ ეს პარლამენტი მხარს უჭერს იმას, რისიც გვჯერა, მოხარული ვარ, რომ ჩვენი რიტორიკა და ქმედებები თანხვედრაში მოდის დღეს და ყოველ დღე, რადგან ძლიერ დემოკრატიას სჭირდება ძლიერი პრესა და ჩვენ ვიცით, რომ არ შეიძლება იყოს დემოკრატია პრესის დამოუკიდებლობის გარეშე“-განაცხადა რობერტა მეცოლამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა