რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თანამდებობას ლიანა ჭუმბურიძე დაიკავებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თანამდებობას ლიანა ჭუმბურიძე დაიკავებს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში განუცხადეს.

„ლევან გოფოძე ამ დრომდე იკავებდა საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას. დღეიდან მას ლიანა ჭუმბურიძე შეცვლის. რაც შეეხება ჯავარა უგრეხელიძესა და ნოდარ ჩიმაკაძეს, მათზე არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული,“- განაცხადეს სამედიცინო ჰოლდინგში.

ამასთან, რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკადრო ცვლილებები შესაძლოა, უკავშირდებოდეს სამინისტროს მიერ დაგეგმილ შემოწმებას, სამედიცინო ჰოლდინგში უარყოფენ და ამბობენ, რომ შემოწმება მუდმივი პროცესია და მენეჯმენტის ცვლილებები ამას არ უკავშირდება.

ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტი მთლიანად იცვლება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ლევან გოფოძემ განუცხადა, მან თანამდებობა დღეიდან, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

იხილეთ ვიდეო:რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თანამდებობას ლიანა ჭუმბურიძე დაიკავებს

თენგიზ ცერცვაძე - როცა გადადგომაზე განცხადება დავწერე, არ მჯეროდა, მეგონა სიზმარში ვიყავი, რომ მილიარდის გაფლანგვას და ადამიანების ჩახოცვას გვაბრალებდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
ლიზინგი, როგორც ფინანსური ბაზრის შემადგენელი ნაწილი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო