ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ყახაზეთის სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი  გაფორმდა

ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ყახაზეთის სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ და ყახაზეთის სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა, გაბიტ მუხამბეტოვმა მოაწერეს.

სააგენტოს ცნობით, თანამშრომლობა მიზნად ისახავს ყაზახური მხარისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარებას მევენახეობა-მეღვინეობის დარგში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების მიმართულებით.

„ყახაზეთის სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინსტიტუტისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია ღვინის ეროვნული სააგენტოს გამოცდილება ღვინის სერტიფიცირების, მათ შორის, ევროკავშირის სერტიფიკატების გაცემის კუთხით. მემორანდუმი ფარგლებში დაგეგმილია ექსპერტების ვიზიტები, კონსულტაციები, სამუშაო და სასწავლო შეხვედრები, სადაც კონკრეტული აქტუალური საკითხები განიხილება.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი ქართული ღვინის საექსპორტო ხუთეულშია. 2021 წელს, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 4 მილონზე მეტი ბოთლი; ზრდამ, 2022 წელთან შედარებით, 47% შეადგინა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს