რუსული მედია - ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საპასუხო სანქციების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ზოგიერთი სახელმწიფოს „არამეგობრულ ქმედებებთან დაკავშირებით“ საპასუხო ეკონომიკური ზომების შესახებ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დადგენილება კრძალავს გარიგებების გაფორმებასა და ვალდებულებების შესრულებას უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, რომლებიც ექვემდებარებიან რუსეთის საპასუხო სანქციებს, ასევე ქვეყნიდან ნედლეულისა და პროდუქციის ექსპორტს ასეთი პირების სასარგებლოდ.

მთავრობას ევალება ათი დღის ვადაში შეადგინოს შესაბამისი სია.

რუსული მედიის ცნობით, დოკუმენტი ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან და მოქმედებს „სპეციალური ეკონომიკური ღონისძიებების" გაუქმებამდე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს