სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივ სამუშაოზე 7 060 მოქალაქე დასაქმდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, 1-ელი მაისის მდგომარეობით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივ სამუშაოზე 7 060 მოქალაქე დასაქმდა.

როგორც მინისტრის მოადგილე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, პროგრამის ფარგლებში, ამ დროისთვის, დაახლოებით, 22 000 ვაკანსიაა მობილიზებული.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ დასაქმებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა მიმართვიანობა მაღალია.

“ინფორმაციის მისაღებად 20 000-მდე ადამიანმა მოგვმართა. აქედან 7 060 მოქალაქე უკვე დასაქმებულია და ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს. დაახლოებით, 3 800-მა დასაქმების ფორმალიზება აირჩია, ანუ უკვე დასაქმებულია და დასაქმებას, ან თვითდასაქმებას გააფორმებს. დანარაჩენები ან მოფიქრების პროცესში არიან, ან დამატებით კონსულტირებას საჭიროებენ. მათ შორის არის რამდენიმე, რომელმაც მომზადება-გადამზადების პროგრამაში ჩართვა აირჩია, იმისათვის რომ უნარები აიმაღლოს და ჩვეულებრივ ღია ბაზარზე დასაქმდეს", - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

თამარ ბარკალაიას თქმით, წლის ბოლომდე 50 000-მდე სოციალურად დაუცველი ადამიანის დასაქმება იგეგმება და შესაბამისად, ვაკანსიების დამატება ეტაპობრივად მოხდება.

"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მუნიციპალიტეტებთან და სხვადახვა სახელმწიფო სიპებთან, რომ საზოგადოებრივი სამუშაოების საჭირობები გამოვლენილი იყოს და ვაკანსიები დაემატოს. პარალელურად, ბუნებრივია, ღია ბაზარზე დამსაქმებლებთან და დამსაქმებელთა ასოციაციებთან ვმუშაობთ. დასაქმების სააგენტოს აქტიური მუშაობა მიდის, რომ დღეს ბაზარზე არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად მოიზიდონ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ინფორმაცია ამის შესახებაც მისცენ, თუ რა ვაკანსიები არის მათ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ღია ბაზარზე," - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

შეგახსენებთ, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის დასაქმების პროგრამა 1-ლი მარტიდან ამოქმედდა.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს